ელ. ფოსტა: dsaldadze@gyla.ge
რეგიონი: ქუთაისი
დარეჯან სალდაძე, 2018 წლის მარტში, არჩეულ იქნა საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილედ;
2018 წლის მარტიდან, ასევე, იგი გახლავთ პროექტის ,,ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში" იურისტი;
2017 წლის მაისიდან დეკემბრამდე იყო საარჩევნო მონიტორი საიას ქუთაისის ფილიალში;
2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე დარეჯანი ჩართული იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის პროექტში ,,საარჩევნო განვითარების სკოლა";
2016 წელს, იგი, ასევე, მუშაობდა აიპ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის პროექტში ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირება" უფლებადამცველის პოზიციაზე;
2014-2015 წლებში იყო საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატის თანაშემწე;
2013 წელს გაიარა სტაჟირება იუსტიციის სამინისტროში მოქმედ სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის" სამმართველოში.