ზუგდიდის ოფისი
მისამართი: ქ. ზუგდიდი, ლაღიძის ქ. #3,
საკონსულტაციო ტელეფონი/ფაქსი (0415) 227770
ელექტრონული ფოსტა: zugdidi@gyla.ge
ოფისს ხელმძღვანელობს ჯემალ ჭკადუა
ზოგადი ინფორმაცია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისი 2014 წლის 22 სექტემბერს დაფუძნდა.
საიას ზუგდიდის ოფისი საქმიანობს ორგანიზაციის ოთხი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად: ადამიანის უფლებების დაცვა, დაცვის მექანიზმების განვითარება, საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება, ეფექტური, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა, კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული და პროფესიული განვითარება.
ოფისის დაფარვის გეოგრაფიული არეალი: სამგრელო-ზემო სვანეთი რეგიონი - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტები.