აჭარის ფილიალი
მისამართი: ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის გამზირი №48
საკონსულტაციო ტელეფონი: (0422)276668
ელექტრონული ფოსტა: batumi@gyla.ge
ფილიალს ხელმძღვანელობს თამარ წულუკიძე.
ზოგადი ინფორმაცია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი დაფუძნდა 1995 წლის ოქტომბერში. ამ დროისათვის ის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო რეგიონში, რომელმაც შეძლო დაპირისპირებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 90-იან წლებში ჩამოყალიბებულ რეჟიმს. ფილიალის დაფარვის ზონა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები).
საიას აჭარის ფილიალი საქმიანობს ორგანიზაციის ოთხი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად.