სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სტაჟიორის პოზიციაზე

უკან

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან. 

ორგანიზაციის მიზანია  საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. 

ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიულიმექანიზმების გაუმჯობესების გზით.

პოზიციის დასახელება - სტაჟიორი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში

სამუშაო განაკვეთი - სრული/ ნახევარი 

სამუშაო ადგილი - თბილისი 

სამუშაო სპეციფიკა - ჰიბრიდული 

სტაჟირების პერიოდი - 3 თვე

ანაზღაურება: 300 ლარი 

კონკურსის შედეგად შეირჩევა 2 სტაჟიორი. 

 

სტაჟიორი იმუშავებს საიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან ერთად. სტაჟირების პერიოდში დასაქმებული შეძლებს მიიღოს მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხებში. ჩაერთოს ორგანიზაციის საკომუნიკაციო აქტივობებსა და კრეატიული კამპანიების დაგეგმვაში.

ჩვენ გთავაზობთ:

- სწავლას, განვითარებას, პროფესიულ წინსვლას;

- მეგობრულ სამუშაო გარემოს; 

- ყოველი კვირის პარასკევს 4 საათიან სამუშაო დღეს; 

 

ძირითადი ფუნქციები:

სტაჟიორის ძირითადი მოვალეობა იქნება ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების მენეჯერის მხარდაჭერა და ასისტენტირება, შემდეგი მიმართულებით:

- მედია-მონიტორინგის განხორციელება;

- სოციალური მედიის მართვაში მონაწილეობის მიღება;

- სხვდასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;

- პროექტების საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვაში ჩართვა;

- ორგანიზაციისთვის ვიზუალური მასალების მომზადების პროცესში მონაწილეობა;

- ვებგვერდის ადმინისტრირება;

- პრესკონფერენციების და სხვა საჯარო ღონისძიებების ფოტოგადაღება და სოციალურ არხებზე სტრიმინგი; 

 

მოთხოვნები:

- საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით მესამე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან , ვისაც უკვე აქვს ბაკალავრის დიპლომი. 

- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო არეალში შემავალი  სფეროებისადმი  და ადამინის უფლებებისადმი მაღალი ინტერესი.

- ინგლისურის ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 

უნარ-ჩვევები:

- სამუშაოს ორგანიზების უნარი;

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა და შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულებისუნარი.

 

 ეტაპები

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. 

 

საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებას იტოვებს, დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე. 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს ერთი გვერდისა) და რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: PR@GYLA.GE

გთხოვთწერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება

 

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2022 წლის 7 ოქტომბერი,  23:59 საათი. 

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საკონტაქტო პირი: ლევან ქათამაძე

ელ-ფოსტა: pr@gyla.ge