სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული პროგრამის ასისტენტის პოზიციაზე

უკან

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან. 

 

ორგანიზაციის მიზანია  საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. 

 

ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესებისგზით.

 

პოზიციის დასახელება - ადმინისტრაციული პროგრამის ასისტენტი

სამუშაო განაკვეთი - სრული

სამუშაო ადგილი - თბილისი

სამუშაო ფორმატი - ჰიბრიდული

გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე

ანაზღაურება - 1100 ლარი  

 

პროგრამის ასისტენტი იმუშავებს საიას ადმინისტრაციულ პროგრამაში. ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციაა უზრუნველყოს ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირება და პროგრამებისა და პროექტების ფინანსური და ადმინისტრაციული მომსახურება.  

 

ჩვენ გთავაზობთ:

- სწავლას, განვითარებას, კარიერულ და პროფესიულ წინსვლას;

- მეგობრულ სამუშაო გარემოს; 

- ჯანმრთელობის დაზღვევას;

- საპენსიო ფონდის 2%-ის ანაზღაურებას;

- ყოველი კვირის პარასკევს 4 საათიან სამუშაო დღეს; 

 

ძირითადი ფუნქციები:

- ახდენს ადმინისტრაციული პროგრამის ტექნიკურ მხარდაჭერას.

- ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული დირექტორის შეხვედრებს, ეხმარება მას  ელექტრონული ფოსტისა და შემოსული წერილების დროულად დახარისხებაში. 

- ადმინისტრაციულ დირექტორთან ერთად ჩართულია საპროექტო წინადადების შემუშავების პროცესში.

- პროგრამის დირექტორთან მჭიდრო კოორდინაციით უზრუნველყოფს პროგრამასთან დაკავშირებული აქტივობებისდაგეგმვას და განხორციელებას.

- საჭიროების მიხედვით მონაწილეობას იღებს, ტენდერების, კონკურსების ჩატარების პროცესში და უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების, მიღება ჩაბარების აქტების და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებას. 

- ახდენს ორგანიზაციასთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებების რეესტრის წარმოებას, მათ შორის ორგანიზაციის ადმინისტრაციული დოკუმენტების დაარქივებას და ელექტრონული ბაზების შექმნას. 

- საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ორგანიზაციაში შიდა შეხვედრების ოქმების მომზადებას და დოკუმენტირებას.

- ადმინისტრაციული პროცესების გამართული მუშაობის მიზნით, აქვს მუდმივი კომუნიკაცია შესაბამის სერვის-პროვაიდერებთან.

- პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე აქვს მუდმივი კოორდინაცია რეგიონული ოფისების წარმომადგენლებთან, ასევე ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებთან და თანამშრომლებთან, სამუშაოს ეფექტურად შესრულების უზრუნველსაყოფად. 

- ჩართულია ასოციაციის წევრთა ერთიანი ბაზის წარმოების პროცესში და მონაწილეობს წევრთა ყოველწლიური საერთო კრების საორგანიზაციო საკითხებში.

- ადმინისტრაციული პროგრამის დირექტორის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს..

მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება სამართლის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, (გამონაკლის შემთხევებში საია განიხილავს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა განაცხადებსაც); 

- ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;

- ინგლისურის ენის სრულყოფილად ცოდნა. 

- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

უნარ-ჩვევები

- სამუშაოს ორგანიზების უნარი;

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

- სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

 

კონკურსის ეტაპები

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. 

 

საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებას იტოვებს, დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე. 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი. 

 

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 16 აგვისტო, 18:00 საათი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე 

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge