სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადმინისტრაციული დირექტორი

უკან

საია აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციაზე.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადმინისტრაციის მიზანია უზრუნველყოს ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირება და პროგრამებისა და პროექტების ფინანსური და ადმინისტრაციული მომსახურება. ადმინისტრაცია ასევე პასუხს აგებს ორგანიზაციულ განვითარებაზე მიმართული ღონისძიებების გატარებაზე. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია: ფინანსური სამსახური, შესყიდვების სპეციალისტი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, ფონდების მოძიების სპეციალისტი, რედაქტორი, რეგიონული კოორდინატორი, ოფისის მენეჯერი, ოფისის ასისტენტი. 

ადმინისტრაციული დირექტორი პასუხისმგებელია საიას ადმინისტრაციული სტრუქტურების ეფექტურ და ეფექტიან საქმიანობაზე. 

ადმინისტრაციული დირექტორის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზაციის პროგრამულ საქმიანობათა ადმინისტრაციული მხარდაჭერის, ფინანსური სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადი ორგანიზაციული განვითარების ღონისძიებების უზრუნველყოფა.

 

 ადმინისტრაციული დირექტორის ძირითადი ფუნქციები:  

- დირექტორთა საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულება;

- ადმინისტრაციაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მათი შესრულების ზედამხედველობა;

- ორგანიზაციის ფინანსური მართვისა და შესყიდვების  სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

- ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა და დირექტორთა საბჭოზე წარდგენა;

- გრანტების მენეჯმენტის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მისი განვითარების ხელშეწყობა; 

- წლიური და პროექტული აუდიტის ორგანიზების უზრუნველყოფა;

- ორგანიზაციის ერთიანი პროგრესისა და ფინანსური ანგარიშების პროექტების მომზადება და დირექტორთა საბჭოზე წარდგენა;

- ადმინისტრაციული პროცედურების, დოკუმენტაციის სისტემის განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა;

- ორგანიზაციის შინაგანაწესის დანერგვის უზრუნველყოფა;

- ორგანიზაციის პროგრამული საქმიანობების ლოჯისტიკური და სამეურნეო მომსახურების უზრუნველყოფა; 

- ადამიანური რესურსების მენეჯერთან თანამშრომლობით სახელფასო პოლიტიკისა და ბადის პროექტის ფორმირება და დირექტორთა საბჭოზე განსახილველად წარდგენა;

- ორგანიზაციის IT უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა; 

- საია-ს ხელმძღვანელი ორგანოების საქმიანობის ხელშეწყობა;

- წევრებთან ურთიერთობის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და დირექტორთა საბჭოსთან წარდგენა განსახილველად;

- პროექტების დაფინანსების მოძიებაზე პასუხისმგებელ პირთან მუდმივი კომუნიკაცია და პროექტების  განაცხადების მომზადების უზრუნველყოფა. 

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი სამართლის, ბიზნეს სამართლისა და ადმინისტრირების, ეკონომიკის ან სხვა მომიჯნავე დარგებში; 

- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; 

- ინგლისური ენის ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები:

- გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 

- დაგეგმვისა და მართვის უნარი;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი;

- პრეზენტაციის უნარი.

 

კონკურსის ეტაპები:

- განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

- შერჩეული კანდიდატი დასამტკიცებლად წარედგინება საიას გამგეობას. 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.   

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 წლიან ხელშეკრულებას

დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019  წლის 25 იანვარი, 18:00 საათი.

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - ელ.ფოსტა - anitabidze@gyla.ge