სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ფონდების მოძიებაზე პასუხისმგებელი პირი

უკან

საია აცხადებს კონკურსს ფონდების მოძიებაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე.

 

სამუშაო დატვირთვა: სრული  
 

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა:  25 იანვარი

 

ძირითადი ფუნქციები:

- გაეცნოს ასოციაციისა და სხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კვლევებსა და ანგარიშებს, რათა მოახდინოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული მმართველობის კუთხით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება შემდგომში საგრანტო განაცხადების მომზადებისათვის;

- გაეცნოს საიას სტრატეგიასა და ხედვის დოკუმენტს და ახალი საპროექტო განაცხადის მომზადების პროცესში იხელმძღვანელოს აღნიშნული დოკუმენტებით;

- მოიძიოს პოტენციური დონორი ორგანიზაციები და მოამზადოს ახალი საგრანტო განაცხადები, როგორც გამოცხადებულ პროექტებზე ასევე პროაქტიულად;

- იქონიოს მუდმივი კომუნიკაცია საიას გუნდთან ორგანიზაციის საქმიანობაზე მუდმივი ინფორმირებისა და სამომავლო საგრანტო განაცხადების მომზადების მიზნით;

- საიას მენეჯმენტთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტების დაგეგმვის პროცესში;

- საიას მიზნებიდან გამომდინარე შეასრულოს სხვა საქმიანობა ხელმძღვანელი პირების დავალებით, რომელიც უკავშირდება ორგანიზაციის მდგრად განვითარებას.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- სასურველია უმაღლესი განათლება სამართლის, ადამიანის უფლებების ან სხვა მომიჯნავე დარგებში;

- კანდიდატს სასურველია გავლილი ქონდეს ტრენინგები ან/და სასერთიფიკატო კურსები პროექტების წერის მიმართულებით;

- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);

- მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება;

- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები:

- ბიუჯეტირების და პროექტების წერის უნარი;

- დაგეგმვისა და მართვის უნარი;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- პრეზენტაციის უნარი.

 

კონკურსის ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

- საბოლოოდ კანდიდატის შერჩევა მოხდება წერილობითი გამოცდის საფუძველზე (კონკრეტული საგრანტო განაცხადის მომზადება გონივრული დროის ფარგლებში).

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად;

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის  25 იანვარი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494;

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge