სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით ბეჟან გუნავას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა

2016 წლის 8 აგვისტოს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია უსახლკაროებისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის მოთხოვნით. აქციაში მონაწილეობას იღებდა ოპოზიციის სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან გუნავა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მთავარობის კანცელარიაში შეხვედრის გამართვა მოლაპარაკებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. კანცელარიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ბეჟან გუნავა დაჯდა შესასვლელის კიბეებთან. რა დროსაც შენობის დაცვისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს შენობიდან 20 მეტრით მოშორება. მათი განცხადებით, ბეჟან გუნავას სურდა შენობის შესასვლელის ჩაკეტვა, რის გამოც წაუყენეს მას ასეთი მოთხოვნა. ბეჟან გუნავას განცხადებით, იგი შეუძლოდ გრძნობდა თავს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაჯდა კანცელარიის შესასვლელის კიბეებზე და ცდილობდა აღნიშნულის ახსნას პოლიციის თანამშრომლებისათვის.

2016-10-06 10:59 სრულად ნახვა

სასამართლომ სსიპ - იუსტიციის სახლის მიერ თანამშრომლის დისკრიმინაციული მოტივით გათავისუფლება დაადგინა

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა სსიპ - იუსტიციის სახლიდან გათავისუფლებული პირის ინტერესებს, რომლის სამსახურიდან გათავისუფლება გაქარწყლებული ნასამართლობის   საფუძვლით განხორციელდა. იუსტიციის სახლი მიუთითებდა, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა ობიექტურ გარემოებას, რაც ამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული პირის ზემდგომ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსის პირობებში  მითითებული იყო, რომ წარსულში პატიმრობაში ყოფნის ფაქტი არ წარმოადგენდა შემზღუდველ გარემოებას.

2016-09-28 13:15 სრულად ნახვა

საია-ს დახმარებით პირის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ,,აუდიტორია 115“-ის წევრის ინტერესებს, რომელიც 2016 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ფეხით მოსიარულეთა გზაზე სტენსილის გაკეთების საფუძვლით დააკავეს. 

2016-09-05 17:28 სრულად ნახვა

სასამართლომ მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა დაადგინა

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ,,პარტიზანული მებაღეობის“ წევრების ინტერესებს, რომლებიც სასამართლოში ასაჩივრებდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტს და მოითხოვდნენ მისცემოდათ შესაძლებლობა, ქ. თბილისის მერიის წინ, სკვერში, მათ მიერ შერჩეულ ადგილას განეთავსებინათ კარავი.

2016-09-05 15:32 სრულად ნახვა

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ ადმინისტარციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა

2016 წლის 7 ივლისს პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით დააკავეს. 

2016-08-22 11:27 სრულად ნახვა

საიას თბილისის ოფისის დახმარებით დევნილმა სტატუსი აღიდგინა

საიას თბილისის ოფისი სასამართლოში წარმოადგენდა გ.გ.-ს, რომელიც 2006 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტში. 

2016-08-05 13:04 სრულად ნახვა

საიას თბილისის ოფისის დახმარებით საწარმოო ტრავმით დაზარალებულმა პირმა დამსაქმებლისგან 20 000 ლარის კომპენსაცია მიიღო

2015 წლის ნოემბერში საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრს სამართლებრივი დახმარებისათვის მომართა ნ.ც.-მ, რომელიც ერთ-ერთ საკვები პროდუქტების დამამზადებელ დაწესებულებაში მუშაობდა. სამუშაო მოვალეობების შესრულების დროს, მას ხელი მოჰყვა საკვები პროდუქტის გადამამუშავებელ დანადგარში და მიღებული დაზიანების გამო დასჭირდა  ხელის ტრავმული ამპუტაცია. 

2016-07-27 17:32 სრულად ნახვა

საიას ადვოკატირების კამპანიის შედეგად ოზურგეთში გარემოსთვის ზიანის მიმყენებელი ტყვიის გადამამუშავებელი საწარმო აღარ გაიხსნება

საიას ოზურგეთის ოფისმა გაზეთ „ალიონის“ ჟურნალისტებთან  ერთად,  ქ. ოზურგეთის ექადიის, ბასრისა და კვაჭალათის უბნის მცხოვრებთა თხოვნით დაიწყო ადვოკატირების კამპანია ოზურგეთში ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის საწინააღმდეგოდ.

2016-06-08 17:31 სრულად ნახვა

საიას აპრილის თვის წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით მოქალაქე  გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი 500 ლარიანი ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც მას გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესების დარღვევისათვის დაეკისრა.

2016-05-05 12:29 სრულად ნახვა

მარტის თვის წარმატებული საქმეები

საიას თბილისის ოფისის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების შედეგად ფიზიკურ პირს აღუდგა დარღვეული უფლება ბიოლოგიურ რეპროდუქციასთან დაკავშირებით.

2016-04-06 16:29 სრულად ნახვა