სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამართალდარღვევის ფაქტის დასადასტურებლად პოლიციის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად ჩაითვალა

სამართალდარღვევის ფაქტის დასადასტურებლად პოლიციის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად ჩაითვალა

2017-10-03 12:37 სრულად ნახვა

დანაშაულის პრევენციის ცენტრს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა დაევალა

2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო დანაშაულის პრევენციის ცენტრის საკასაციო საჩივარი, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლომ შესაბამისი დაწესებულებიდან დასაქმებულების გათავისუფლება მიიჩნია უკანონოდ. ცენტრს დაევალა მათი აღდგენა და გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელეები უკანონოდ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გაათავისუფლეს.

2017-09-18 14:54 სრულად ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედითი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა მოქალაქის ინტერესებს, რომელმაც 2010 წელს ქუჩაში ნაპოვნი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიიღო სხეულის მრავლობითი, მძიმე დაზიანებები. აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, რომელიც წლების განმავლობაში არაეფექტურად მიმდინარეობდა. საია-ს დახმარებით დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედითი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო დაზარალებულის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

2017-09-01 10:40 სრულად ნახვა

საიას საჩივრის საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებით შექმნილი, ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოს გამო, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა

2005 წლის 3 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ერთობლივი საჩივრით „ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. 2017 წლის 13 ივლისს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა[1].

2017-07-17 12:24 სრულად ნახვა

სასამართლომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან მსჯავრდებულის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯავრდებული ძმის გარდაცვალების გამო დას აუნაზღაურდა მორალური ზიანი.

2017-07-07 10:31 სრულად ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივად მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა.

საიას დაცვის ქვეშ მყოფ პირს, ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ გავრცელებას. ბრალდებული მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა და თვლიდა, რომ უდანაშაულო იყო. პროცესების მსვლელობის დროს ბრალდებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულის გარდაცვალების გამო  სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, რასაც საია-ს ადვოკატი არ დაეთანხმა.

2017-07-03 15:53 სრულად ნახვა

მშვიდობიანი შეკრების დროს დაკავებული პირების მიმართ სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა

9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მშვიდობიანი შეკრების დროს დაკავებული 5 პირი სამართალდამრღვევებად არ ცნო და საქმის წარმოება შეწყვიტა. მათგან 4 პირის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. 

2017-06-10 12:54 სრულად ნახვა

საპოლიციო კონტროლისას პირის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა

2017 წლის 8 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების შემდეგ, პირის მიმართ შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამართალდამრღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.

2017-06-08 19:37 სრულად ნახვა

საია-ს დახმარებით პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა პირს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ედავებოდა მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობაში, რაც გამოიხატა მისი არასრულწლოვანი შვილის მიერ ცივი იარაღის ტარებაში.

2017-06-05 13:11 სრულად ნახვა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს,  რომელსაც პროკურატურა მისი ყოფილი ქმრის მიმართ ძალადობას და მეზობლის ცემას ედავებოდა. ბრალდების თანახმად, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 125 მუხლით (2016 წლამდე მოქმედი რედაქცია), რაც ოჯახში ძალადობას და ცემას ითვალისწინებს.

2017-05-25 17:41 სრულად ნახვა