სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერს ღია წერილით მიმართავს

ბატონო დავით,უპირველეს ყოვლისა მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და  განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და საქართველოს პარლამენტს შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობას. თუმცა, ამჟამად თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევის ფაქტზე, რაც სამწუხაროდ, არ გახლავთ პირველი შემთხვევა. 2010 წლის 3 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი თორთლაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი `თავისუფლების ქარტია,” რომელიც რეალურად წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2001 წლის ოქტომბერში მიღებული `პატრიოტის აქტის” ქართულ ვერსიას. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ თავის დროზე აშშ-ს მიერ `პატრიოტის აქტის~ მიღებამ ფართო მასშტაბიანი და მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციური შესაძლებლობის გამო. შესაბამისად, ამ აქტის ქართული ვერსიის მიღება, რომელიც გრამატიკული და სამართლებრივი გაუმართავობის გამო ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას, ვერ იქნება აშშ-ს საუკეთესო პრაქტიკის გამეორება.

2010-12-11 14:06 სრულად ნახვა

ადამიანის უფლებათა კვირეული საიამ უზენაეს სასამართლოსთან აქციით გახსნა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 9 დეკემბერს საღამოს ადამიანის უფლებათა ტრადიციული კვირეული უზენაეს სასამართლოსთან ჩატარებული მშვიდობიანი აქციით გახსნა.აქციის მონაწილეები სპეციალური სიმბოლიკით გაფორმებული მაისურებით შეიკრიბნენ სასამართლოსთან და ის ძირითადი მესიჯები გააჟღერეს, რომელიც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემებთან ასოცირდება.აქციის სლოგანი იყო „აღიარე ჩემი უფლება!“

2010-12-10 10:45 სრულად ნახვა

საიამ პარლამენტს საქართველოს კანონის ”მაუწყებლობის შესახებ” კანონის პროექტზე დასკვნა წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს წარუდგინა სამართლებრივი დასკვნა ”საქართველოს კანონის ”მაუწყებლობის შესახებ” ცვლილებების და დამატეტებების შესახებ” კანონის პროექტზე.

2010-12-03 15:54 სრულად ნახვა

დღეიდან საიას თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებს

2010 წლის 23 ნოემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებს.საიას წესდების თანახმად ნოემბრის პირველივე გამგეობის სხომაზე ხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. ერთსა და იმავე პირს თავმჯდომარეობის უფლება აქვს მხოლოდ ორჯერ ზედიზედ.თამარ ხიდაშელი, რომელიც ასოციაციას 2008-2010 წლებში ხელმძღვანელობდა უკვე ორჯერ იყო არჩეული საიას თავმჯდომარედ.24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თამარ ხიდაშელმა მედიას ახალი თავმჯდომარე წარუდგინა.

2010-11-24 08:33 სრულად ნახვა

საია მხარს უჭერს მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას

16 ნოემბერს, 12:00 საათზე საია მედიაექსპერტებისა და ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფს უმასპინძლებს.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფის წინადადებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას.საინიციატივო ჯგუფის მიერ 2010 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა წინადადება, რომელიც ითვალისწინებს კომპლექსურ მოდგომას მედია სფეროში პლურალისტური გარემოს შექმნის უზრუნველყოფისათვის.

2010-11-15 14:01 სრულად ნახვა

საია თანაშემწეების მისაღებად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატისა და  კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

2010-11-08 14:17 სრულად ნახვა

31 ოქტომბერს საიას XVII საერთო კრება შედგა

31 ოქტომბერს გაიმართა საიას რიგით XVII საერთო კრება.თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის გარდა, წევრებს ანგარიში ჩააბარეს საიას იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა კახა კოჟორიძემ, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის დირექტორმა თამარ მეტრეველმა, რეგიონალური განვითარების დირექტორმა მზია გოჩელაშვილმა და პროექტის "ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა საქართველოში" კოორდინატორმა თამარ კორძაიამ.საიას წევრებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს მომავალი 4 წლის სტრატეგია, რომელიც საიას საქმიანობის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს.  წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მომავალი სტრატეგიის შესრულებას საიას თითოეული წევრი უზრუნველყოფს.საერთო კრებაზე ტრადიციულად ჩატარდა არჩევნები გამგეობის ახალი წევრების ასარჩევად.კენჭისყრის შედეგად 21-კაციანი გამგეობა შვიდი წევრით განახლდა: თამარ ხიდაშელი;თამარ კორძაია;გიორგი მშვენიერაძე;დიანა ჟღენტი;ლელა ტალიური;თამარ ჩუგოშვილი;გიორგი ჩხეიძე.საერთო კრებაზე წევრებს საიას გამოცემებთან ერთად დაურიგდათ 2010 წლის წლიური ანგარიში, რომელშიც აღწერილია ორგანიზაციის მიერ საანგარიშო პერიოდში (2009 წლის ოქტომბერი - 2010 წლის ოქტომბერი) გაწეული საქმიანობა.

2010-11-05 16:09 სრულად ნახვა

საია ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სარჩელების წარდგენის ვადებზე სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2010 წლი 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინება.კერძო საჩივრის წარდგენა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ჩვენი ორგანიზაცია 2010 წლის 15 მარტს შეტანილი სარჩელით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინააღმდეგ, ითხოვდა მოპასუხეს დავალებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემა.

2010-11-04 11:42 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს თბილისის #8 სასჯელაღრსულების დაწესებულების ადმინისტრაციას პატივი სცეს ადვოკატთან შეხვედრის კონფიდენციალობას

საია ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის 21 აგვისტოს განცხადებას თბილისის #8 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საკნებში შექმნილ არასათანადო პირობებსა და თავისუფლებააღკვეთილი პირის ადვოკატთან საუბრის კონფიდენციალობისათვის შექმნილ დაბრკოლებებთან დაკავშირებით. საია ადასტურებს სახალხო დამცველის განცხადებაში მითითებულ გარემოებებს და სრულად იზიარებს მასში გამოთქმულ წუხილს.

2010-10-25 14:19 სრულად ნახვა

31 ოქტომბერს საიას საერთო კრება გაიმართება

საიას წევრთა საყურადღებოდ!31 ოქტომბერს, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მე-17 საერთო კრება.რეგისტრაცია დაიწყება 10.00 საათზე.წევრთა დასწრება სავალდებულოა!

2010-10-25 08:12 სრულად ნახვა