სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სტიპენდია იურისტებისთვის

ღია საზოგადოების ინსტიტუტის კანონისა და ჯანმრთელობის ინიციატივა, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”  აცხადებენ ერთწლიანი სტიპენდიის პროგრამას პრაქტიკოსი და ახალ კურსდამთავრებული იურისტებისთვის კანონის, ადამიანის უფლებების და პაციენტის სამედიცინო მომსახურების სფეროში.

2011-01-17 14:29 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები 3 იანვარს, ვეტერანთა აქციის დარბევასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

6 იანვრას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მრავალეროვანი საქართველო, ჟურნალი „ლიბერალი“, მედია კლუბი, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, საქართველოს ლეგიონი, ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“) 3 იანვარს გამართულ ვეტერანთა აქციის დარბევასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და სპეციალური განცხადება გაავრცელა.2011 წლის 3 იანვარს პოლიციამ კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით დაშალა ომის ვეტერანთა მიერ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია. აღნიშნული ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში გამართლებული იქნა კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლით, ხოლო საპროტესტო აქციის მონაწილეთა საქმის განხილვისას სასამართლომ არ გამოიკვლია არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა ტელეკომპანია ,,კავკასიისა” და ინტერნეტ ტელევიზია www.palitratv.ge-ს ვიდეომასალები და მოწმეთა ჩვენებები.

2011-01-06 09:12 სრულად ნახვა

სემინარი არასათანადო მოპყრობის საჩივრების გამოძიებაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს იურისტებს სემინარზე "არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან". სემინარი განკუთვნილია სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე იურისტებისათვის. სემინარს წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე პროფესიონალი ექსპერტები: ბ-ნი ერიკ სვანიძე (ევროპის საბჭოს ექსპერტი) და ბ-ნი ბესარიონ ბოხაშვილი (ადგილობრივი ექსპერტი). სემინარს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. სემინარს აფინანსებს ევროპის საბჭო.

2011-01-05 10:18 სრულად ნახვა

ტრენინგი ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, 2011 წლის 20-22 იანვარს ორგანიზებას უკეთებს ტრენინგს ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით. ტრენინგი მიზანად ისახავს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა იურისტების უკეთ გაცნობიერებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში. ტრენინგი შეეხება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტურ საკითხებს, ასევე ინსტიტუციურ მექანიზმებს. განსაკუთრებით გაესმება ხაზი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

2011-01-04 10:30 სრულად ნახვა

საია 3 იანვარს ვეტერანთა აქციის დაშლის ფაქტს აპროტესტებს

2011 წლის 3 იანვარს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლება ძალის გამოყენებით დაშალეს თბილისში, გმირთა მოედნის ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია და დააკავეს აქციის მონაწილე რამდენიმე პირი.ომის ვეტერანების მიერ  ორგანიზებული აქცია 2010 წლის 27 დეკემბრიდან მიმდინარეობდა და სრულად შეესაბამებოდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.მიუხედავად იმისა, რომ აქციის ფარგლებში არ იგეგმებოდა არც სავალი ნაწილის ბლოკირება, აქციის ორგანიზატორებმა 2010 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მიმართეს დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციას და შეატყობინეს დაგეგმილი აქციის შესახებ.

2011-01-03 15:19 სრულად ნახვა

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა ბელორუსში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით

29/12/2010, თბილისი, საქართველოსაქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ ბელორუსში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო.2010 წლის 19 დეკემბერს  ბელორუსის ათასობით მოქალაქე შეიკრიბა მინსკში, ოქტომბრის მოედანზე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოსახატად. შედგომში მათ გადაინაცვლეს დამოუკიდებლობის მოედანზე.  ,,საერთაშორისო ამნისტიის" ცნობით:  ,,პარლამენტის შენობის შესასვლელთან მცირე ჯგუფად იდგა ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი. სახე შარფებით ჰქონდათ დაფარული. მათ დემონსტრანტებს მოუწოდეს შენობა შტურმით აეღოთ. თავად დალეწეს ფანჯრები და ჩამოიღეს კარი. ამის შემდეგ  სპეცდანიშნულების რაზმმა მთელი დემონსტრაცია დაარბია.

2010-12-30 06:26 სრულად ნახვა

ინფორმაციის თავისუფლების საქმეებზე გასაჩივრების ვადები სასამართლოების მიერ კანონსაწინააღმდეგოდ განიმარტება

2010 წლის 4 ნოემბერს საიამ გაავრცელა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა მიგვითითა, რომ სარჩელი წარდგენილი იყო დაგვიანებით, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს ჩვენს მიერ წარდგენილი საჩივარი უნდა განეხილა არა 1 თვის, არამედ 15 დღის ვადაში, ზაკ-ის მე-100 მუხლის შესაბამისად.საიამ მიიღო იმავე მოსამართლის მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება. იმავე მოსამართლემ ამჯერად მიგვითითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საჩივარი უნდა განეხილა არა 1 თვის ან 15 დღის, არამედ 10 დღის ვადაში, ზაკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად.

2010-12-28 07:46 სრულად ნახვა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ საიასა და სტუდია მონიტორის საჩივარი დააკმაყოფილა

2010 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა სტუდია “მონიტორის” საჩივარი ტელეკომპანიების “რუსთავი-2”-სა და “ტელეიმედის” წინააღმდეგ.სტუდია “მონიტორის” ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი წარმოადგენდა.საჩივრის ავტორი ითხოვდა ტელეკომპანიების სანქცირებას “მაუწყებლობის შესახებ” კანონის  71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს დამრღვევი ტელეკომპანიების გაფრთხილებას მათ მიერ ჩადენილი დარღვევებისათვის.

2010-12-24 15:06 სრულად ნახვა

საია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს წერილობით მიმართავს

2010 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესებს დამტკიცების შესახებ".აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესების შესაბაისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ "ჩართულობის სამოქმედო გეგმაში" საქმიანობების განხორციელებისთვის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისგან თანხმობის მიღების წესსა და პროცედურას განსხაზღვრავს.

2010-12-14 06:00 სრულად ნახვა

საიას თავმჯდომარემ მედია-ექსპერტებთან ერთად ბრიფინგი გამართა

13 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა და მედია-ექსპერტთა ჯგუფმა ლაშა ტუღუშის ხელმძღვანელობით მედიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.2010 წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურად გამოიკვეთა მედია-გამჭვირვალობის კუთხით არსებული პრობლემები, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მუშაობა მაუწყებლების მფლობელთა გამჭვირვალობის საკითხებში ცვლილების გასატარებლად.საია და მედია-ექსპერტები მიესალმებიან ამ ფაქტს, თუმცა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია პარლამენტი არ შემოიფარგლოს მხოლოდ მაუწყებლების მფლობელთა გამჭვირვალობის საკითხზე მუშაობით და სათანადო ცვლილებები განახორციელოს მაუწყებლობის ფინანსური  გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფადაც.

2010-12-13 10:00 სრულად ნახვა