სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიში საიას მიერ გავრცელებულ ფაქტებს დაეყრდნო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს შეეხება, ინფორმაციის წყაროდ არაერთ საკითხთან მიმართებით მითითებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საია მოხარულია, რომ მის მიერ 2010 წლის განმავლობაში გავრცელებულმა ინფორმაციამ და მონაცემებმა ასახვა ჰპოვა ასეთ მნიშვნელოვან და კომპეტენტურ დოკუმენტში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული ანგარიშები და ნებისმიერი ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს კანონმდებლობის განმარტებას და სანდო/ოფიციალური დოკუმენტაციის დეტალურ შესწავლას, შესაბამისად, სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს, რაც, ვფიქრობთ, გახდა კიდეც იმის საფუძველი, რომ აღნიშნული მონაცემები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში მოხვედრილიყო.

2011-04-13 10:29 სრულად ნახვა

ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირები არაადამიანურ პირობებში არიან

საია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული მერაბ ჭიქაშვილის, აკაკი ჩიქოვანის და გიორგი ხარაბაძის დაკავების პირობები შსს #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევასა და არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას წარმოადგენს.ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2011 წლის 25 მარტს აქციაზე დაკავებული მერაბ ჭიქაშვილის, გიორგი ხარაბაძის და აკაკი ჩიქოვანისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სამივე მათგანი მოთავსებული იქნა შსს #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში. 10 დღიანი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ აკაკი ჩიქოვანი 2011 წლის 4 აპრილს 17 საათსა და 30 წუთზე გათავისუფლდა, ხოლო, მერაბ ჭიქაშვილი და გიორგი ხარაბაძე 2011 წლის 14 აპრილამდე პატიმრობაში რჩებიან.

2011-04-07 10:17 სრულად ნახვა

შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლება კიდევ ერთხელ შეილახა!

2011 წლის 25 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წინ პატიმრების მხარდასაჭერად გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით დააკავეს აქციის შვიდი მონაწილე: გიორგი ბურჯანაძე, ვლადიმერ სადღობელაშვილი, მერაბ ჭიქაშვილი, ოთარ ბექაური, აკაკი ჩიქოვანი, ბესიკ ტაბატაძე და გიორგი ხარაბაძე.ჩვენ ვაპროტესტებთ აღნიშნულ ფაქტს. მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება წარმოადგენდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების და კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას შემდეგ გარემოებათა გამო:1.    ინფორმაცია აქციის ჩატარების შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით იყო მიწოდებული ქალაქ თბილისის მერიისათვის;2.    გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მოხდა ბუნებრივად, აქციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ისიც დროის მცირე მონაკვეთით, რასაც ადასტურებს სასამართლოზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენება;3.    საპატრულო პოლიცია არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა მანიფესტაციის დაშლა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადგილი ექნებოდა მონაწილეთა მხრირდან კანონის დარღვევას, ვინაიდან შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-111 მე-4 პუნქტის თანახმად, აღნიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა;4.    საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო პროცესის მსვლელობისას განაცხადეს, რომ ისინი არ დაინტერესებულან აქცია კანონიერი იყო თუ არა და ჰქონდათ თუ არა აქციაზე მყოფ ადამიანებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის უფლება. მათივე განმარტებით, ისინი აქციაზე მისვლისთანავე შეუდგნენ აქციის დაშლას;5.    აქციის მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს უნდა მოეთხოვა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება - რაც არ მომხდარა და სამართალდამცავები ყოველგვარი მოწოდების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით შეუდგნენ აქციის მონაწილეების შევიწროვებას.შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს თმენის ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით,  მოძრაობის ხანმოკლე შეფერხება, თუნდაც პირთა მცირე ჯგუფის მიერ, არ იძლევა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისა და მონაწილეთა დაკავების უფლებას.

2011-03-28 12:23 სრულად ნახვა

ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითებზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ, ევრაზიის პარტინორობის ფონდის, მხარდაჭერით 2011 წლის 19-20 მარტს, სტუდნეტ ჟუნრალისტებს ჩაურატდათ ტრენინგი თემაზე: ”ინფორმაციის თვისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი”.ტრენინგზე სტუნდენტ ჟურნალისტებს მიეწოდათ ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტებზე, მის როლზე ჟურნალისტურ საქმიანობაში, საიდუმელო ინფორმაციის კატეგორიებზე და ინფორმაციის გასაიდუმლოების წესსზე.მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს არსებულ პრაქტიკაზე და ნაკლოვანებებზე. მათ მიერშესრულებულ იქნა პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც ტრენერების მიერ წინასაწრ იქნა მომზადებული რეალური პრაქტიკის გათვალისწინებით.

2011-03-22 07:58 სრულად ნახვა

ერთად დავგეგმოთ მშვიდობა!

19, 20, 26 და 27 მარტს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტის (CIPDD), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (GYLA) და უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) ორგანიზებით საქართველოს ოთხ რეგიონში გაიმართება საჯარო დისკუსიები, რომლის ძირითადი მიზანია კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა ადგილობრივი თემების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, იმ ძირითად გამოწვებებზე როგორიცაა, მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. აღნიშნული საკითხები სპეფიციკურია როგორც ოთხივე რეგიონისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის.დისკუსია სახელწოდებით “ერთად დავგეგმოთ მშვიდობა” არის გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების მოგვარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გაძლიერება კონფლიქტსა და სტაბილურობაზე“ და ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის „საქართველოში კონფლიქტის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა“ ნაწილი. მისი მიზანია:ფართო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოში, უსაფრთხოებასთან, მშვიდობასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული  საკითხების ანალიზსა და ზოგადი პოლიტიკის შემუშავებაში.

2011-03-18 08:17 სრულად ნახვა

საიას ეგიდით დისკუსია მოეწყო

16 მარტს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ეგიდით მოეწყო საჯარო დისკუსია „რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებული სახელმწიფოთაშორისი სასამართლო დავა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის“.დისკუსიის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სამართლის კურსების სტუდენტები, რომლებმაც წარმოადგინეს მოცემულ თემაზე მომზადებული საინფორმაციო მოხსენება.

2011-03-17 08:11 სრულად ნახვა

სატელევიზიო რეკლამის ხანგრძლივობა მომხმარებლების ინტერესების ხარჯზე არ უნდა გაიზარდოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი მელაძის, კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის საკანონმდებლო ინიციატივას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში სატელევიზიო რეკლამების ხანგრძლივობისათვის დადგენილი შეზღუდვების გაზრდასთან დაკავშირებით.დღეს მოქმედი ნორმებით, იკრძალება რეკლამით ან ტელეშოპინგით იმ ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო დებატების პროგრამისა და დოკუმენტური ფილმის შეწყვეტა, რომელთა ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია. მომზადებული ცვლილებებით, აღნიშნული დრო 15 წუთამდე მცირდება. პროგრამების ხანგრძლივობის შემცირებასთან ერთად, 2,5-ჯერ, 120 წამიდან 300 წამამდე იზრდება რეკლამის ხანგრძლივობა. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, 16-წუთიანი საინფორმაციო გამოშვების შეწყვეტა შესაძლებელია 5 წუთიანი რეკლამით. აღნიშნულ დროში არ ითვლება მაუწყებლების მიერ თავიანთ გადაცემებთან დაკავშირებით მომზადებული ვიდო-რგოლები, რომელთა ხანგრძლივობა ულიმიტოა, ხოლო მათი ოდენობა ქართულ ტელესივრცეში საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, 16 წუთიანი ახალი ამბების შეწყვეტა შესაძლებელია 5 წუთზე მეტი დროითაც, რაც  უარყოფით გავლენას მოახდენს ინფორმაციის მიღების ხარისხზე.

2011-03-16 13:22 სრულად ნახვა

საჯარო დისკუსია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე

16 მარტს, 18:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას იურიდიული განათლების  ხელშეწყობის ფონდი აწყობს საჯარო დისკუსიას თემაზე „რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებული სახელმწიფოთაშორისი სასამართლო დავა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის“.დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან მოწვეული ექსპერტები.  „საჯარო დისკუსია“ გახლავთ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია თვეში ერთხელ საგანმანათლებლო ხასიათის დისკუსიების გამართვა საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

2011-03-15 10:02 სრულად ნახვა

საიას ადვოკატების კიდევ ერთი წარმატებული საქმე!

10 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საიას ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფი ნუგზარ ახალაია უდანაშაულოდ ცნო!25 იანვარს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო მოქალაქე ანდრო შავგულიძის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე.დაუდგენელმა პირმა უკანონოდ შეაღწია სოფელ გუმბრაში მცხოვრებ ანდრო შავგულიძის საცხოვრებელ სახლში და მოიპარა მისი კუთვნილ ნივთები, მათ შორის წნევის საზომი აპარატი.გამოძიების ვერსიით ზემოაღნიშნული წნევის აპარატი დამნაშავე პირებისაგან მოქალაქე ნუგზარ ახალაიამ შეიძინა, რომელმაც იცოდა, რომ ნაქურდალი იყო. აპარატი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სწორედ ახალაიას სახლიდან.ნუგზარ ახალაიას დაცვის მხარეს წარმოადგენდნენ საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატები.ბრალდებულის მტკიცებით, წნევის აპარატი არავისგან შეუძენია და ის დაახლოებით 1 წლის წინ ნათესავმა აჩუქა.26 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნუგზარ ახალაიას შეუფარდა გირაო 2000 ათასი ლარის ოდენობით.

2011-03-14 15:27 სრულად ნახვა

საია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს საკომპენსაციო თანხების გაცემისაკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 28 თებერვალს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის  საკომპენსაციო თანხების (10 000 აშშ დოლარი) გაცემას ეხება.როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, "ეგრეთწოდებული კომპენსაციების გაცემა დასრულებულია, რადგან იგი გავრცელდა მხოლოდ 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შემდგომ უსახლკაროდ დარჩენილ იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომლებსაც ჰქონდათ დანაზოგი და სახელმწიფოს მიერ დამატებული  კომპენსაციით შეძლეს საცხოვრებელი ფართების შეძენა." "ეგრეთწოდებული კომპენსაციების თემა ამოწურულია, მიმდინარეობს რეგიონებში ფართების განაწილება."

2011-03-11 09:42 სრულად ნახვა