სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ციხისძირის ინციდენტის ეფექტურ გამოძიებას ითხოვს

საია ეხმაურება მიმდინარე წლის 14 აპრილს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც დაზარალებულთა ახსნა-განმარტებით, სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა რელიგიურ ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილობრივ მოსახლეობას.  

2013-04-19 02:17 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 19 აპრილს თბილისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” ნაციონალური მოძრაობის მიერ 2013 წლის 19 აპრილს თბილისში  დაგეგმილი  აქციის  მიმდინარეობას დააკვირდება.  ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2013 წლის 19 აპრილს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.  

2013-04-18 04:27 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს განცხადებას ეხმაურებიან

14 აპრილს ცესკომ საუბნო კომისიის მდივნების დანიშვნასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული მოსაზრებების თაობაზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ცესკო აღნიშნავს, რომ „მსგავს საკითხებზე გამოთქმული კომპეტენტური მოსაზრებები უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას“. აღნიშნული საკითხის განსახილველად ცესკო მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს საჯარო დისკუსიაზე - „სამოქალაქო სექტორის როლი საარჩევნო პროცესებში.“

2013-04-16 03:17 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ორგანიზაციამ „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ საქართველოს პარლამენტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მოსაზრებები წარუდგინეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ორგანიზაცია „ციხის  საერთაშორისო რეფორმა“  მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების ინიციატივებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ლიბერალიზაციის მიმართულებით. სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება არის უმნიშვნელოვანესი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები სათანადოდ წარიმართოს. მხარეთა თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფა და საპროცესო კოდექსის სრულყოფა კი, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს არსებული ვითარების გაუმჯობესებას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კუთხით. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში არის რიგი საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს და ასევე  საკითხები, რომელთა დამატებაც მნიშვნელოვანად მიგვაჩნია წარმოდგენილი ინიციატივისათვის, რათა დასახული მიზნის მიღწევა რეალურად გახდეს შესაძლებელი. 

2013-04-15 04:16 სრულად ნახვა

მარტის თვის წარმატებული საქმეები

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით ერთ-ერთი შპს-დან უკანონოდ გათავისუფლებული პირი  სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა სამსახურში და აუნაზღაურდა სახელფასო განაცდური საიას თბილისის ოფისის ადვოკატი სასამართლოში წარმოადგენდა შპს ,,ს.მ.ტ.ე.ც’’-დან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებული ი.მ-ს  ინტერესებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში დადგინდა შრომის კოდექსის მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეჩერების (უხელფასო შვებულების) განმავლობაში შრომითი ხელშეკრულების მოშლის ფაქტი, რაც ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნებს.  

2013-04-15 02:31 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები 2013 წლის 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნების არჩევის საკითხს ეხმაურებიან

2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დაამტკიცა (ცესკოს 2013 წლის 26 თებერვლის #7/2013 დადგენილება).  აღნიშნული ინსტრუქციით, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი  განიმარტა და აღინიშნა, რომ კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან (გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრისა); კომისიის მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრს (გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრისა); დასახელებული კანდიდატურა აირჩევა სახელობითი კენჭისყრით, პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ (გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრისა), სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.

2013-04-13 05:13 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

2013 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება   საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.

2013-04-08 04:44 სრულად ნახვა

სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის თაობაზე

მიმდინარე წლის 4 მარტს ქართულ მედია-საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საზაფხულო თეატრის გახსნა აპირებდა. ეს ამბავი, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მომხდარიყო, ალბათ არც არაფერი განსაკუთრებული ამაში არ იქნებოდა. თუმცა, იმ დღეს პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა ბათუმის თვითმმართველობის მხრიდან.  

2013-04-08 02:25 სრულად ნახვა

კვლევის „დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე (სამართლებრივი ანალიზი, სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები)“ პრეზენტაცია

საია 2012 წლიდან ახორციელებს პროექტს _ ,,დევნილობასთან დაკავშირებული პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის ინოვაციური გზები“, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ და ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მეშვეობით.     2013 წლის 03 აპრილს საიამ გამართა პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევის „დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე (სამართლებრივი ანალიზი, სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები)“ _პრეზენტაცია. 

2013-04-03 05:01 სრულად ნახვა

საია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საია ეხმაურება მიმდინარე წლის 28 მარტს ბათუმში მის თანამშრომლებსა და პოლიციის მაღალჩინოსან ვალერიანე თელიას შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნას. 

2013-04-02 09:43 სრულად ნახვა