სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კონკურსი ტრენერთა შესარჩევად (ტრენინგი ტრენერთათვის)

2013-07-25 02:56
Featured image

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა - 22 აგვისტო

 
ევროპის საბჭო და ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებენ ტრენერთა შესარჩევ კონკურსს,  ადვოკატებისა და ადამიანის უფლებათა დამცველთათვის ტრენინგების ჩასატარებლად. აღნიშნული კონკურსი ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადვოკატთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის“  - ფარგლებში. 
 
ტრენინგების ორგანიზების მიზანია ადვოკატთა ასოციაციის წევრთა და სხვა იურისტთა ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის შესახებ.
 
მომავალ ტრენერთა ფუნქციები
 
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ კურსს, ტრენერთა ტრენინგის სახით, შემდეგ თემებზე: დისკრიმინაციის აკრძალვა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადთა დასაშვებობის კრიტერიუმები და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის სტანდარტები. მონაწილეები ასევე გაივლიან სპეციალურ კურსს სწავლების მეთოდოლოგიაზე.
 
კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატთა დასწრება ტრენერთა ტრენინგზე სავალდებულოა.
 
ტრენერთა ტრენინგი ჩატარდება სამ ოთხ-დღიან სესიად, გამოცდილი უცხოელი და ქართველი ექსპერტების მიერ. აქტიურად იქნება გამოყენებული ევროპის საბჭოს მიერ  იურისტთათვის შემუშავებული დისტანციური სწავლების პროგრამა HELP.
 
ტრენერთა ტრენინგის მონაწილეები სამივე სესიის შემდეგ დაწერენ ტესტს, მიღებული ცოდნის გადასამოწმებლად. მათ დაურიგდებათ სერტიფიკატები.
 
ტრენერთა ტრენინგის მონაწილეები, რომლებიც გაივლიან სამივე სესიას,  ტრენინგების ჩატარების მიზნით, სისტემატიურად ითანამშრომლებენ ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან.
 
ტრენერთა ტრენინგის შედეგად არჩეული ტრენერები 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით, ჩაატარებენ ტრენინგებს ადვოკატებისა და ადამიანის უფლებათა დამცველთათვის. 
 
ტრენინგებზე დაქირავებული ტრენერები ევროპის საბჭოსგან მიიღებენ  ანაზღაურებას.
 
შესაბამისობის კრიტერიუმები
 
კვალიფიკაცია
კანდიდატები უნდა იყვნენ მოქმედი ადვოკატები ან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რომელთაც აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება;
სიღრმისეულად იცნობენ საქართველოს სამართლებრივ სისტემას და შეუძლიათ სხვა ქვეყნების მაგალითების გაანალიზება;
აქვთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სათანადო ცოდნა, კერძოდ: იციან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.
 
გამოცდილება
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ტრენერად მუშაობის გამოცდილება;
 
ენები
კანდიდატი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ ენას;
საშუალოდ უნდა ფლობდეს ინგლისურ და/ან რუსულ ენებს.
 
 
განცხადებების შემოტანა
 
დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი რეზიუმე (მაქს. 2 გვერდი), მოკლე სამოტივაციო წერილთან ერთად (მაქს. 300 სიტყვა) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: council.europe@gmail.com
 
განცხადებები იგზავნება ქართულ ენაზე. 
 
საბუთების  შემოტანის ბოლო ვადაა - 22 აგვისტო.
 
განცხადებების შესწავლის საფუძველზე შერჩეული პირები დაბარებულნი იქნებიან წერით ტესტსა და ინტერვიუზე.
 
ინტერვიუზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებიან მითითებულ კრიტერიუმებს და წერით ტესტში მოაგროვებენ სხვებზე მაღალ ქულებს. 
 
შესარჩევ ტრენერთა მაქსიმალური რაოდენობაა - 15.