სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.

2013-12-23 04:30 სრულად ნახვა

კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადება მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების მორიგ გადავადებასთან დაკავშირებით

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწევს, ამჯერად 2 წლით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე. კოალიციას მიაჩნია, რომ ინიცირებული ცვლილება უარყოფით გავლენას მოახდენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარებაზე და მოუწოდებს კანონპროექტის ინიციატორებს გამოიწვიონ კანონპროექტი პარლამენტიდან. 

2013-12-23 04:11 სრულად ნახვა

ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს

როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს ივანე მერაბიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ 14 დეკემბერს, უცნობმა პირებმა ის გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მანქანაში ჩასვეს, თავზე გადააფარეს მოსაცმელი და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.   მერაბიშვილის განცხადებით, ის მიიყვანეს უცნობ შენობაში, მისი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მას დახვდა საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პიროვნება. მერაბიშვილის გადმოცემით, მთავარმა პროკურორმა მას ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით თანამშრომლობა და ასევე მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომრების დასახელება მოსთხოვა. სანაცვლოდ მას დაჰპირდნენ დახმარებას ქვეყნიდან გასვლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მერაბიშვილს დაემუქრნენ, რომ მას ციხეში შეუქმნიდნენ ცუდ პირობებს და მის მეგობრებსაც დაიჭერდნენ. 

2013-12-23 04:00 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები: გიგი უგულავას განცხადება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს

როგორც ცნობილია, 2013 წლის 21 დეკემბერს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ მისი სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ ხორციელდება ზეწოლა გარკვეული პირების, მათ შორის, შსს გენერალური ინსპექციის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების მხრიდან. მან დაასახელა კონკრეტული პირები, რომლებიც მისივე განცხადებით, მონაწილეობენ მოსამართლის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში.  მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება დროულ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს შესაბამისი სუბიექტების მხრიდან.  

2013-12-22 05:42 სრულად ნახვა

საიამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2013 წლის 20 დეკემბერს წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა. ანგარიში მოიცავს 2013 წლის 4 ივლისიდან 12 ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. 

2013-12-20 05:35 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე

აღმასრულებელი დირექტორის ძირითადი ფუნქციებია:     o ორგანიზაციული მენეჯმენტი და სტრატეგიული დაგეგმარება;  o ადამიანური რესურსების წახალისება და ახალი კადრების მოზიდვა; o ორგანიზაციის იმიჯის სტაბილურობა ქვეყნის შიგნით, დონორებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; o ინოვაციური მიდგომა დასახული მიზნების მიღწევისა და ორგანიზაციის შედეგების ეფექტიანობის ზრდის მიზნით; • მიმდინარე პროგრამების მონიტორინგი და ეფექტურობის გაუმჯობესება;  

2013-12-19 07:26 სრულად ნახვა

უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადება ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე

საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციები სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ციხეებში ბოლო თვეების მანძილზე მომხდარ მოვლენებს ეხმიანებიან. მიგვაჩნია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული მთელი რიგი ღონისძიების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პატიმრების მდგომარეობა და მათი უფლებების დაცვა. თუმცა, იმ მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რაც ახალ ხელისუფლებას ერგო, განსაკუთრებით ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით, რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევებიც, მათ შორის, საზოგადოებაში წლების განმავლობაში გამყარებული ნეგატიური სტერეოტიპები და სასჯელაღსრულების სისტემისადმი არსებული უნდობლობა; ამ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ ნდობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით და სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურის დამკვიდრებით შეიძლება მოხდეს.

2013-12-19 05:20 სრულად ნახვა

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საიამ კვლევის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2013 წლის 19 დეკემბერს კვლევის - „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება“ პრეზენტაცია გამართა, რომელშიც წარმოდგენილია ინფორმაცია, როგორც საქართველოში არსებულ ტენდენციების, ისე საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.  

2013-12-19 04:53 სრულად ნახვა

საიას კვლევის პრეზენტაცია - "გამოხატვის თავისუფლება საქართველოში - მედიის მდგომარეობის ანალიზი"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა ჩაატარა კვლევა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელშიც გაანალიზებულია გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით მედიის მდგომარეობა 2006 წლის იანვრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე პერიოდში.    კვლევის მიზანს წარმოადგენს მედიის კუთხით გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების გამოვლენა და ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხელშეწყობა.  

2013-12-18 04:09 სრულად ნახვა

ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს

მედიით გავრცელებული და საიას სასამართლო მონიტორის (რომელიც უშუალოდ ესწრებოდა პროცესს) მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულმა ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შაბათს, 14 დეკმბერს, უცნობმა პირებმა ის გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მანქანაში ჩასვეს, თავზე გადააფარეს მოსაცმელი და  წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით.  

2013-12-17 08:33 სრულად ნახვა