სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

განცხადება მოხეში მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის თაობაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას, ბოლო პერიოდში, აჭარელ მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებისა და სახელმწიფოს არაეფექტური და რეპრესიული პოლიტიკის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.

2014-10-23 15:23 სრულად ნახვა

საიას განცხადება N7 დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულების მდგომარეობასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ერთობლივი განცხადებით მომართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა: ა.ს.-მ, რ.ბ.-მ, მ.გ.-მ, გ.ჩ.-მ და ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულის ბ.პ.-ს დედამ. სახელმწიფოსგან ადამიანური ღირსების შესაფერისი პატიმრობის პირობებით უზრუნველყოფის მოთხოვნით აღნიშნული მსჯავრდებულები შიმშილობენ 2014 წლის 18 სექტემბრიდან დღემდე.

2014-10-21 10:55 სრულად ნახვა

საიას განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის შემაშფოთებელ მასშტაბებეთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ქალთა მიმართ ძალადობას, რამაც ბოლო თვეების განმავლობაში შემაშფოთებელი მასშტაბები და ფორმები შეიძინა. ქალთა მიმართ ძალადობა არის დანაშაული, რომელსაც არც კულტურული, არც რელიგიური თუ სხვა მოტივებით გამართლება არ გააჩნია. დღეს მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ქალის მიმართ ყოფილი მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.  

2014-10-17 21:36 სრულად ნახვა

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა შედეგები და გასაუბრება

გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გავიდნენ კონკურსის ის მონაწილეები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 10 ქულა.

2014-10-17 10:46 სრულად ნახვა

პრეზენტაცია-დისკუსია: „დიასპორა და სახელმწიფო: თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის პერსპექტივები

2014 წლის 16 ოქტომბერს  10:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა დისკუსია "დიასპორა და სახელმწიფო: თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის პერსპექტივები". 

2014-10-16 10:42 სრულად ნახვა

საიას საჩივრის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული სასამართლოს წინაშე პაციენტის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივრის საფუძველზე, სახელმწიფომ  პაციენტის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა. ევროპული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად საქმეში „ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი N67813/11), გიორგი ძებნიაურს არ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო მკურნალობა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. დანაშაულის გამო ექიმების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

2014-10-14 10:42 სრულად ნახვა

მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს

   საქართველოს პრეზიდენტს ბატონ  გიორგი მარგველაშვილს   საქართველოს  პრემიერ-მინისტრს ბატონ  ირაკლი ღარიბაშვილს   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ   დავით უსუფაშვილს     მოგმართავთ საქართველოს მოქალაქის საიხან მუზაევის მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. მას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლებას.

2014-10-10 10:15 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება თბილისის მერიაში დასაქმებული პირების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ

კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიის თანამშრომლების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხს. აღნიშნული პრობლემის შესახებ ჩვენ კვლავ მოგვმართეს მერიაში დასაქმებულმა პირებმა. ისინი აცხადებენ, რომ 2014 წლის აგვისტოდან სისტემატურად ხორციელდებოდა ზეწოლა პირადი განცხადებების საფუძველზე თანამდებობის დატოვების მოთხოვნით. მათი ინფორმაციით, მსგავს უკანონო ქმედებებში სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე, ასევე მათთვის უცნობი პირი (მათივე ვარაუდით პოლიციის თანამშრომელი), მონაწილეობდა.

2014-10-09 13:00 სრულად ნახვა

საიას სარჩელების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ ქმედუუნარობის მოდელი არაკონსტიტუციურად სცნო

2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება 2011 და 2012 წლებში საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სასარჩელო მოთხოვნები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქმედუუნარობის არსებული მოდელი არაკონსტიტუციურად სცნო. 

2014-10-09 10:46 სრულად ნახვა

საია სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეო-აუდიო ჩაწერის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და პრაქტიკას აფასებს

2014 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის პრეზენტაცია გამართა  სახელწოდებით -  ,,სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეო-აუდიო ჩაწერის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი 2013 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე.”

2014-10-06 13:00 სრულად ნახვა