სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას სადამკვირვებლო მისია

 საია მერებისა და გამგებლების 2014 წლის არჩევნების  მეორე ტურს თბილისსა და  13 საარჩევნო ოლქში დააკვირდება.    სტატიკური დამკვირვებლები განთავსდებიან საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ საარჩევნო უბანში, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.  ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება 15 ივნისის არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, ასევე გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებზე (ე.წ სპეც უბნები).  

2014-07-11 14:03 სრულად ნახვა

ტელეკომპანია ,,ტაბულას“ თანამშრომლის და მასთან ერთად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების საქმეზე საია სააპელაციო სასამართლოსა და მთავარ პროკურორს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს ტელეკომპანია ,,ტაბულას“ თანამშრომლის და მასთან ერთად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული კიდევ 2 პირის ინტერესებს, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებმა 2014 წლის 28 ივნისს,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე (პოლიციის თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. მათი დაკავებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაკავებული პირების უფლებების დარღვევის თაობაზე.

2014-07-09 17:48 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს ქორეპისკოპოსი იაკობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ

 მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილმა) საკვირაო ქადაგების დროს კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა. 

2014-07-08 19:10 სრულად ნახვა

საიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას და საქართველოს პროკურატურას მიმართა

საია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას და საქართველოს პროკურატურას მიმართავს ქართული ოცნების ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე და სათანადო რეაგირებას ითხოვს.

2014-07-08 18:07 სრულად ნახვა

საიას ივნისის თვის წარმატებული საქმეები

სასამართლომ  ხონის საკრებულოს  თავმჯდომარე  უდანაშაულოდ  ცნო და მის  მიმართ  გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ხონის საკრებულოს თავმჯდომარე გ.გ. უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

2014-07-07 11:03 სრულად ნახვა

საიას განცხადება გიორგი უგულვას საქმესთან დაკავშირებით

დანაშაულის გამოძიება, დამნაშავე პირთა გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამცავ ორგანოთა უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ეს ვალდებულება კანონით დადგენილი წესით უნდა შესრულდეს, სამართალდამცავმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და ნებისმიერი პირის უფლება მხოლოდ სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეზღუდოს.

2014-07-04 16:27 სრულად ნახვა

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

დღეს, თბილისის დროით 13:00 საათზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში,  საჯარო სხდომა გაიმართა, სადაც სახელმწიფოთაშორის საჩივარზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ) ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილება გამოცხადდა.

2014-07-03 17:45 სრულად ნახვა

საიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს განცხადებით მიმართა

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, საიას დამკვირვებლებმა თბილისის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე ( ვაკის 61-ე, მე-3, 30-ე , 23-ე, 59-ე  80-ე, 36-ე  და საბურთალოს 56-ე, 57-ე და 59-ე უბანი) დააფიქსირეს გარკველ პირთა ჯგუფების მობილიზება, რომლებიც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას, საეჭვო სახის დოკუმენტში, კონფიდენციალობის დაცვით,  უბანზე მისულ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციის ასახავდნენ.

2014-06-30 16:35 სრულად ნახვა

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის დღის შეფასება

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.  

2014-06-30 11:00 სრულად ნახვა

საიას პრეზენტაცია-დისკუსია: „მუშაობის ნებართვა და შრომის ინსპექცია: გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი“

30 ივნისს, 10:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და   მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა კვლევის “მუშაობის ნებართვა და შრომის ინსპექცია: გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი” პრეზენტაცია.  კვლევის ავტორია პოლონელი ექსპერტი - პიოტრ კაზმიერკევიჩი. იგი  ჩატარდა პროექტის “საქართველოსა  და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა”  ფარგლებში. კვლევის პრიორიტებების განსაზღვრის პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტი.

2014-06-30 10:30 სრულად ნახვა