სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს განცხადებით მიმართა

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, საიას დამკვირვებლებმა თბილისის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე ( ვაკის 61-ე, მე-3, 30-ე , 23-ე, 59-ე  80-ე, 36-ე  და საბურთალოს 56-ე, 57-ე და 59-ე უბანი) დააფიქსირეს გარკველ პირთა ჯგუფების მობილიზება, რომლებიც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას, საეჭვო სახის დოკუმენტში, კონფიდენციალობის დაცვით,  უბანზე მისულ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციის ასახავდნენ.

2014-06-30 16:35 სრულად ნახვა

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის დღის შეფასება

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.  

2014-06-30 11:00 სრულად ნახვა

საიას პრეზენტაცია-დისკუსია: „მუშაობის ნებართვა და შრომის ინსპექცია: გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი“

30 ივნისს, 10:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და   მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა კვლევის “მუშაობის ნებართვა და შრომის ინსპექცია: გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი” პრეზენტაცია.  კვლევის ავტორია პოლონელი ექსპერტი - პიოტრ კაზმიერკევიჩი. იგი  ჩატარდა პროექტის “საქართველოსა  და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა”  ფარგლებში. კვლევის პრიორიტებების განსაზღვრის პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტი.

2014-06-30 10:30 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 15:00 საათისთვის

15:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:    უბნის არასათანადოდ მოწყობა ზუგდიდის N32-ე უბნის გახსნისას, დაახლოებით 7:30-ზე აღმოჩნდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისია არ იყო სათანადო წესით აღჭურვილი. კერძოდ,  კომისიას არ ჰქონდა ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქები, რომლითაც კომისიის თავმჯდომარეს კენჭისყრის დაწყებამდე ძირითადი და გადასატანი ყუთები უნდა დაელუქა. საუბნო საარჩევნო კომისიამ ჩვეულებრივი ქაღალდით დალუქა ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები. საუბნო საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ მათ დაეკარგათ ლუქები.ას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები: 

2014-06-29 15:04 სრულად ნახვა

საია 29 ივნისს განმეორებით კენჭისყრას აკვირდება

ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებით კენჭისყრას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდება.  ორგანიზაციის დამკვირვებლები განმეორებით კენჭისყრას აკვირდებიან მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნებზე, დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნებზე, ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანზე,  ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანზე, ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნებზე, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანზე, ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანზე, ასევე ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანზე.

2014-06-29 08:32 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას სრულიად საქართველოს ულოცავს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა წარმოადგენს იმ ხელშესახები პროგრესის აღიარებას, რასაც საქართველომ,  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მიაღწია სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიისაკენ სწრაფვის გზაზე;

2014-06-27 15:42 სრულად ნახვა

საიას განცხადება წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატავს სოლიდარობას წამების მსხვერპლთა მიმართ და მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ეფექტური ნაბიჯები მსხვერპლთა უფლებების აღდგენისა, წამების ეფექტური პრევენციისა და დამნაშავეთა გასამართლების მიზნით.

2014-06-26 13:35 სრულად ნახვა

საიას კონკურსი ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD იწვევენ არქიტექტორებსა და მშენებლობის სფეროში დასაქმებულ პირებს  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და თბილისიდან ტრენინგ-სემინარში „არქიტექტურა და ქალაქმშენებლობა - ჰოლანდიური გამოცდილება“ მონაწილეობის მისაღებად. 

2014-06-25 10:37 სრულად ნახვა

საია არჩევნების შემდგომ საჩივრების განხილვისა და შედეგების შეჯამების პროცედურების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების დღის შემდგომი პროცედურების დაკვირვებას 38 საოლქო საარჩევნო კომისიაში ახორციელებდა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საია შესაბამისი საჩივრებით საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოს მიმართავდა. 

2014-06-23 15:51 სრულად ნახვა

საია და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ფონდი ,,კონსტანტას" საქმეზე გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებენ

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშებისა თუ კვლევების მიხედვით, საქართველოში საკუთრების უფლება წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასობრივად დარღვეულ უფლებას წარმოადგენდა. ამ ფაქტს დღევანდელი ხელისუფლება სადაოდ არ ხდის. თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფოს რეაგირება ამ დარღვევაზე არაეფექტურია.

2014-06-23 12:30 სრულად ნახვა