მიმდინარე წლის 13-15 მარტს ფოთში, ზუგდიდში, სენაკსა და ხობში მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებულ თეატრებსა და დარბაზებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის, „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენება. ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელის, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია სალუქვაძის ორგანიზებით გაიმართა.
2015-03-16 16:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)'' თანაშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ორი ყოფილი მსჯავრდებულის სახელით, მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო მიმართა.
2015-03-16 10:30 სრულად ნახვაკოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” ყურადღებით აკვირდება MUST Carry-სა და MUST Offer - ის პრაქტიკულ განხორციელებას და გამოთქვამს წუხილს, რომ მიუხედავად მრავალთვიანი დავისა, ვერ მოხერხდა მოლაპარაკება მაგთიკომსა და პალიტრა TV-ს შორის. დავა ვერ დარეგულირდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სასამართლოს მიერ საკითხის განხილვითაც, რომლებმაც არ დაავალდებულეს მაგთიკომი საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში განეთავსებინა პალიტრა TV -ს კონტენტი.
2015-03-13 15:00 სრულად ნახვა2015 წლის 13 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთ-ერთი დევნილის სახელით მიმართა სასამართლოს საქართველოს მთავრობის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის იმ ნორმატიული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც მოქალაქეობის ნიშნით დევნილთა ერთი ჯგუფის პირდაპირ დისკრიმინაციას იწვევს.
2015-03-13 11:29 სრულად ნახვაბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა ოცამდე პირმა, რომლებიც პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო და ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობენ. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ზოგიერთი მათგანი ასევე საუბრობს პოლიციის მხრიდან ნარკოტიკული ნივთიერებების და იარაღის ჩადების ფაქტზე.
2015-03-12 12:00 სრულად ნახვა1. საიას იურისტები განაგრძობენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას საიას თბილისისა და ქუთაისის ოფისების დახმარებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად სასამართლომ დამცავი ორდერები გამოსცა და მოძალადეებს ორივე შემთხვევაში აეკრძალა მსხვერპლთან ყველანაირი სახის ურთიერთობა, მათ შორის სატელეფონო კონტაქტი.
2015-03-04 10:42 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძის დასახელებას. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე (1998-1999 წწ).
2015-02-18 10:50 სრულად ნახვასაიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას სამოქალაქო განათლების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე.
2015-02-17 12:27 სრულად ნახვა2015 წლის 13 თებერვალს, საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის -“სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” პრეზენტაცია გამართა.
2015-02-13 13:00 სრულად ნახვაროგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2014 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს.
2015-02-13 10:22 სრულად ნახვა