სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონო დავით, მოგმართავთ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილის სახელით. მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ბატონი შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებში არსებული პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირება ა.წ. 1 ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე გადაიდება.

2014-10-28 11:59 სრულად ნახვა

ქალთა მიმართ ძალადობაზე ერთობლივი რეაგირების შესახებ – “არა ფობიას!” წევრების განცხადება

 სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ, რელიგიურ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, მედიას ქალთა მიმართ ძალადობაზე ერთობლივი რეაგირების შესახებ

2014-10-27 16:29 სრულად ნახვა

საქართველოს მთავრობამ არ უნდა დააკნინოს სახელმწიფო ინსტიტუტების როლი

გვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე დისკუსიასა და გაურკვევლობას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა 15 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება 28 ოქტომბრისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნის შესახებ. ამის მიზეზი გახდა ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერასაც რუსეთი აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გეგმავს. მოგვიანებით, 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღორეზოლუცია და დაგმო რუსეთის მცდელობა „მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია.“ 

2014-10-24 17:14 სრულად ნახვა

განცხადება მოხეში მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის თაობაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას, ბოლო პერიოდში, აჭარელ მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებისა და სახელმწიფოს არაეფექტური და რეპრესიული პოლიტიკის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.

2014-10-23 15:23 სრულად ნახვა

საიას განცხადება N7 დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულების მდგომარეობასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ერთობლივი განცხადებით მომართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა: ა.ს.-მ, რ.ბ.-მ, მ.გ.-მ, გ.ჩ.-მ და ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულის ბ.პ.-ს დედამ. სახელმწიფოსგან ადამიანური ღირსების შესაფერისი პატიმრობის პირობებით უზრუნველყოფის მოთხოვნით აღნიშნული მსჯავრდებულები შიმშილობენ 2014 წლის 18 სექტემბრიდან დღემდე.

2014-10-21 10:55 სრულად ნახვა

საიას განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის შემაშფოთებელ მასშტაბებეთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ქალთა მიმართ ძალადობას, რამაც ბოლო თვეების განმავლობაში შემაშფოთებელი მასშტაბები და ფორმები შეიძინა. ქალთა მიმართ ძალადობა არის დანაშაული, რომელსაც არც კულტურული, არც რელიგიური თუ სხვა მოტივებით გამართლება არ გააჩნია. დღეს მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ქალის მიმართ ყოფილი მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.  

2014-10-17 21:36 სრულად ნახვა

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა შედეგები და გასაუბრება

გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გავიდნენ კონკურსის ის მონაწილეები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 10 ქულა.

2014-10-17 10:46 სრულად ნახვა

პრეზენტაცია-დისკუსია: „დიასპორა და სახელმწიფო: თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის პერსპექტივები

2014 წლის 16 ოქტომბერს  10:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა დისკუსია "დიასპორა და სახელმწიფო: თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის პერსპექტივები". 

2014-10-16 10:42 სრულად ნახვა

საიას საჩივრის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული სასამართლოს წინაშე პაციენტის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივრის საფუძველზე, სახელმწიფომ  პაციენტის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა. ევროპული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად საქმეში „ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი N67813/11), გიორგი ძებნიაურს არ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო მკურნალობა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. დანაშაულის გამო ექიმების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

2014-10-14 10:42 სრულად ნახვა

მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს

   საქართველოს პრეზიდენტს ბატონ  გიორგი მარგველაშვილს   საქართველოს  პრემიერ-მინისტრს ბატონ  ირაკლი ღარიბაშვილს   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ   დავით უსუფაშვილს     მოგმართავთ საქართველოს მოქალაქის საიხან მუზაევის მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. მას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლებას.

2014-10-10 10:15 სრულად ნახვა