2015 წლის 30 ივნისს საიამ დაასრულა პროექტი, რომლსაც 2012 წლის 1 მაისიდან ახორციელებდა და მიზნად ისახავდა იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევას. პროექტი დაფინანსებული იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ და ხორციელდებოდა ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მეშვეობით.
2015-07-01 16:41 სრულად ნახვა2015 წლის 27 ივნისს საქართვეველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ,, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ'' იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის სამწლიანი შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.
2015-06-27 11:46 სრულად ნახვა26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს წამების მსხვერპლებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული, დამოუკიდებელი და სრულყოფილი გამოძიება.
2015-06-26 10:52 სრულად ნახვაცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს საპილოტე პროექტს „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“. მიმდინარე წლის 13 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით (10 სამუშაო დღე), 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე.საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს ცესკო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
2015-06-25 10:32 სრულად ნახვამოგმართავთ მთავრობის ინიციატივით პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტის თაობაზე, რომელიც შეეხება უსაფრთხოების სამსახურების შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიმდინარე კვირას განიხილება.
2015-06-24 10:53 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტებს ეხება. 2015 წლის 23 ივნისის სტატიაში „კარიკატურის გამოქვეყნების გამო საქართველოში ჟურნალისტს სიკვდილით ემუქრებიან“ ნათქვამია, რომ ჟურნალისტებზე ხორციელდება მუქარა.
2015-06-23 19:28 სრულად ნახვა2015 წლის 10 ივნისს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა, რაც პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან კვოტირებას გულისხმობს. აღნიშნული ცვლილება პარლამენტში ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.
2015-06-23 17:16 სრულად ნახვა2015 წლის 22 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია გახსნეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და განვითარების ოფისის დირექტორმა დანიელა რეიფმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის `კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.
2015-06-22 11:00 სრულად ნახვაგაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას, გასაუბრების ეტაპზე გავიდნენ კონკურსის ის მონაწილეები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 8 ქულა.
2015-06-19 14:00 სრულად ნახვამე მედიასამართლის მიმართულებით ვმუშაობ და ვერც კი წარმომიდგენია სხვაგვარად. ვფიქრობ, ჟურნალისტების საქმიანობის მხარდაჭერის და ჩემი არჩევანის საჭიროებისათვის ძალიან ბევრი არგუმენტი მაქვს. რატომ ვიცავ მედიას - ამ კითხვას ხშირად მისვამენ ჩემი გარშემომყოფები: იურისტები, საჯარო მოხელეები, ხანდახან მუდმივად გაკრიტიკებული ჟურნალისტებიც კი. პასუხის მოსაძებნად დიდი დრო არასოდეს მჭირდება. მაგრამ ახლა 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის ფონზე, კიდევ ერთხელ გამახსენდა ეს კითხვა - მართლაც რატომ ვიცავ მედიას ასე? რატომ მგონია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება?
2015-06-19 13:58 სრულად ნახვა