სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ გაეროში ოთხი კოალიციური ანგარიში წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გაეროს ოთხი კოალიციური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშები მოიცავს 2010 - 2014 წწ პერიოდს, რომელიც აერთიანებს შემდეგ თემებს: 1. სასამართლო, სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების სისტემები; 2. შრომითი უფლებები, კულტურული მემკვიდრეობა; 3. გამოხატვის, მედიის, ინფორმაციის თავისუფლება, პერსონალური მონაცემების დაცვა, შეკრების თავისუფლება; 4. ჯანდაცვა.

2015-03-25 13:18 სრულად ნახვა

საია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რადიო ჰერეთის საქმეში მიუკერძოებლობისაკენ მოუწოდებს

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით, დაუშვებელია მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელი ან ლიცენზიის მქონე კომპანიის მესაკუთრე იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.

2015-03-25 12:42 სრულად ნახვა

პეტიცია საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების ლიდერების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ ანტი-დასავლურ განცხადებებზე

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ლიდერების, ბატონ გოგი თოფაძისა და ბატონ ზურაბ ტყემალაძის,  მიერ გამოთქმულ იმ მოსაზრებებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენებას.

2015-03-20 13:00 სრულად ნახვა

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის’’ ეხმიანება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებულ პროცესს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წლებია ახორციელებს სასამართლოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგსა და ანალიზს. კოალიციას მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის  შეჩერებულ პროცესზე.    

2015-03-19 11:11 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ზუგდიდსა და ბათუმში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივი დაპირისპირებებისა და ანგარიშგების ფაქტებს, რასაც ზუგდიდსა და ბათუმში ჰქონდა ადგილი.  

2015-03-18 12:00 სრულად ნახვა

განცხადება გიორგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ვეხმაურებით გიორგი უგულავას მიმართ პატიმრობის განმეორებით გამოყენების საკითხს და გვსურს განვმარტოთ შემდეგი:

2015-03-18 10:55 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სამეგრელოს ოთხ ქალაქში ბავშვებისათვის ძალადობის ამსახველი ფილმების ჩვენების გამო

მიმდინარე წლის 13-15 მარტს ფოთში, ზუგდიდში, სენაკსა და ხობში მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებულ თეატრებსა და დარბაზებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის, „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენება. ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელის, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია სალუქვაძის ორგანიზებით გაიმართა.

2015-03-16 16:00 სრულად ნახვა

საიამ ყოფილი პატიმრების მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო ევროპულ სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან  ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)'' თანაშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ორი ყოფილი მსჯავრდებულის სახელით, მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო მიმართა.

2015-03-16 10:30 სრულად ნახვა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადება პალიტრა TV -ს გავრცელებასთან დაკავშირებით

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” ყურადღებით აკვირდება MUST Carry-სა და MUST Offer - ის პრაქტიკულ განხორციელებას და გამოთქვამს წუხილს, რომ მიუხედავად მრავალთვიანი დავისა, ვერ მოხერხდა მოლაპარაკება მაგთიკომსა და პალიტრა TV-ს შორის. დავა ვერ დარეგულირდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სასამართლოს მიერ საკითხის განხილვითაც, რომლებმაც არ დაავალდებულეს მაგთიკომი საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში განეთავსებინა პალიტრა TV -ს კონტენტი.

2015-03-13 15:00 სრულად ნახვა

საია საქართველოს მთავრობის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დისკრიმინაციული ხასიათის ნორმატიულ აქტებს სასამართლოში ასაჩივრებს

2015 წლის 13 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთ-ერთი დევნილის სახელით  მიმართა სასამართლოს საქართველოს მთავრობის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის იმ ნორმატიული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც მოქალაქეობის ნიშნით დევნილთა ერთი ჯგუფის პირდაპირ დისკრიმინაციას იწვევს.

2015-03-13 11:29 სრულად ნახვა