სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის თბილისის მასშტაბით მოძრავ მიკროავტობუსებში რადიო-მონოპოლიის დამყარებას ეწინააღმდეგება

2016 წლის 18 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) გადაწყვეტილებით, თბილისში (ტალღაზე FM 92.3) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა კომპანიამ - „მომხმარებელთა საყურადღებოდ“.

2016-01-29 11:07 სრულად ნახვა

გარდაბნის არჩევნების კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 20:30 საათისთვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებს აკვირდება.

2016-01-28 22:21 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 15:00 საათისთვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებს აკვირდება.

2016-01-28 15:31 სრულად ნახვა

საიას პასუხი საქართველოს თავდაცვის მინისტრს

გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ, 27 იანვარს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც მან სპეც უბნების თემაზე მედიასთან გააკეთა. მინისტრმა უარყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სპეც უბნების საკითხით დაინტერესების ფაქტი და განაცხადა, რომ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მისთვის ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე შესაბამის პასუხისმგებელი პირისთვის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით არ მიუმართავს. 

2016-01-28 14:39 სრულად ნახვა

ხელისუფლება სამხედრო მოსამსახურეების ხმის მიცემის წესს არსებითად არ ცვლის

გვინდა გამოვეხმაუროთ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს,  რომელიც სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება. 

2016-01-27 11:50 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშრებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან

გვსურს გამოვეხმაუროთ არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ე.წ. „სპეც უბნების“ გაუქმების შესახებ უკვე მიღებულია. 

2016-01-25 19:45 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს პოზიციას არ იზიარებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უარს აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს შემოთავაზებაზე, არჩევნებამდე 1 კვირით ადრე მოინახულონ სპეციალური საარჩევნო უბანი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის გარდაბნის გამგებლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისთვის შეიქმნა.

2016-01-24 13:49 სრულად ნახვა

სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ განცხადება თამაზ მეჭიაურის მიერ გამოვლენილ ფიზიკურ ძალადობასა და ქსენოფობიურ გამოხატვაზე

სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის თამაზ მეჭიაურის ძალადობრივ ქმედებას და მის მიერ გამოვლენილ არმენოფობიურ დამოკიდებულებებს. 

2016-01-23 13:30 სრულად ნახვა

საიამ „არა პანორამას“ აქციის 10 მონაწილის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)” თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „არა პანორამას“ აქციის 10 მონაწილის სახელით მიმართა.

2016-01-20 17:25 სრულად ნახვა

ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება არასწორად მიმდინარეობს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაბულას ჟურნალისტებსა და ყოფილ ჟურნალისტს (ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ავთო ქორიძეს) რამდენიმე პირი თავს დაესხა და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დააზიანა რესტორნის ინვენტარი. 

2016-01-14 16:53 სრულად ნახვა