სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2016 წლის იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით აზერბაიჯანის 127 მოქალაქეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საიათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის მოტივით ყველაზე ხშირად საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაზე უარი აზერბაიჯანის მოქალაქეებს ეთქვათ.

2017-07-05 17:08 სრულად ნახვა

ადევნების ფაქტზე სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი ქალის დასაცავად 6 თვემდე ვადით დამცავი ორდერი გამოსცა. საკითხი ეხებოდა სტამბოლის კონვენციიდან გამომდინარე კანონმდებლობაში ამოქმედებულ ახალ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, დამცავი ორდერი შეიძლება გამოცემული იქნეს ოჯახის მიღმა, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზეც.

2017-07-04 19:38 სრულად ნახვა

საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა შედეგები

გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით წერითი ეტაპის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 8.5 ქულა.

2017-07-03 19:10 სრულად ნახვა

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფემიციდის დანაშულებზე სამართლიანი მართლმსაჯულება

„კოალიცია თანასწორობისთვის’’ ეხმიანება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ფემიციდის (ქალის მკვლელობა გენდერის ნიშნით) შემთხვევას, რომელზეც მართლმსაჯულება მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელდა. კოალიციას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და სასამართლო ორგანოებმა ფუნდამენტურად  უნდა შეცვალონ გენდერული დანაშაულების მიმართ მიდგომა მათი ეფექტიანი პრევენციის, გამოძიებისა და დასჯის მიზნით.

2017-07-03 18:16 სრულად ნახვა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებულ შემადგენლობას მიმართავს

მიმდინარე წლის 3 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, განახლებული შემადგენლობით, პირველ სხდომას გამართავს. 21 ივნისს, საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს ამოეწურა. 

2017-07-03 09:14 სრულად ნახვა

არასამთავრობოები პრეზიდენტს მიმართავენ

30 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება გავასაჩივრეთ და მოვითხოვეთ, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II გორის, ამბროლაურის,  მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების  შექმნის შესახებ.

2017-06-30 16:50 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრეს. ორგანიზაციები მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II, რომლითაც გორის, ამბროლაურის,  მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები შეიქმნა.

2017-06-30 14:52 სრულად ნახვა

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატის თანამშრომლები შესაძლოა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიღმა დარჩნენ

საქართველოს პარლამენტი განიხილვას „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს, რაც გულისხმობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საკადრო პოლიტიკის მარეგულირებელი ნორმების გავრცელების შეზღუდვას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატის წევრებზე, კერძოდ მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს

2017-06-30 13:15 სრულად ნახვა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა სისტემურად უნდა გადაიხედოს

საია მიიჩნევს, რომ დროის დაკონკრეტებამ შესაძლოა, მართლაც აღმოფხვრას ვადის გამოთვლასთან დაკავშირებული სირთულეები, თუმცა, წარდგენილი ცვლილებებით კვალავ შენარჩუნებულია სამუშაო და არასამუშაო დროს დაკავების განსხვავებული ვადები,[1] რასაც არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი. 

2017-06-29 10:48 სრულად ნახვა