სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

საიამ, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

2018-01-12 11:21 სრულად ნახვა

საიამ პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობა შეაფასა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 10 იანვარს წარადგენს  საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშს, რაც მოიცავს მე-IX მოწვევის  პარლამენტის მიერ, 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების შეფასებას. 

2018-01-10 12:25 სრულად ნახვა

საია პორტალის IChange.gov.ge-ის მოხმარებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს იწყებს

მოითხოვე ცვლილებები - საია “ichange.gov.ge პორტალის მოხმარებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს იწყებს.

2018-01-09 18:34 სრულად ნახვა

შსს-ს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები არ უნდა გაესაჯაროებინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ეხება სოფელ ქისტაურში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას, მითითებულია დეტალური ინფორმაცია მოქალაქე თ.შ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სამინისტრომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებით დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2017-12-27 12:47 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმაურება 2017 წლის 22-24 დეკემბერს ჩატარებულ საპოლიციო კონტროლის ღონისძიებას, ე.წ. საპოლიციო რეიდს

კრიმინალის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა, მაგრამ აღნიშნული ყოველთვის ადამიანის უფლებების მაქსიმალური პატივისცემით უნდა წარიმართოს. სახელმწიფო ვალდებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად გამოიყენოს ის სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც ძირითად უფლებებში ნაკლებ ჩარევას მოითხოვს.

2017-12-27 10:46 სრულად ნახვა

საპოლიციო კონტროლი (ე.წ. რეიდები), რიგ შემთხვევებში, დარღვევებითა და გადაცდომებით მიმდინარეობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2017 წლის 22-24 დეკემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი ჩატარდა.  აღნიშნული ღონისძიების დროს ხდებოდა როგორც ქვეითად მოსიარულე მოქალაქეთა შემოწმება, ისე ავტომობილების გაჩერება და შემოწმება. იკვეთება, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლი რიგი პროცესუალური დარღვევებით ჩატარდა, ხოლო, ცალკეულ შემთხვევებში, პოლიციელთა ქმედებები არღვევდა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

2017-12-25 16:48 სრულად ნახვა

ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში

2017 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის - „2017 წლის  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართა.

2017-12-21 15:43 სრულად ნახვა

რეფორმა თვითმმართველობის სახელით, თვითმმართველობის წინააღმდეგ

2017 წლის 20 დეკემბერს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით, ორი კვლევის - „რეფორმა თვითმმართველობის სახელით, თვითმმართველობის წინააღმდეგ“ და „თვითმმართველობის ნაჩქარევი რეფორმა და არსებული გამოწვევები“ - პრეზენტაცია გამართეს.

2017-12-20 14:48 სრულად ნახვა

საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულების გაუქმება მიუღებელია

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანდართულ კანონებში (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი) შესატანი ცვლილებების პროექტი. 

2017-12-18 15:27 სრულად ნახვა

პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი თავად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცრუ დასმენის ბრალდებით

საია იცავს ოდენა ბარამიას ინტერესებს, რომელიც 2016 წლის აპრილში სავარაუდოდ დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას პოლიციელთა მხრიდან. პოლიციის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით

2017-12-18 11:51 სრულად ნახვა