სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

აჭარის ტელევიზიის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია

31 მარტს, 14.00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალში აჭარის ტელევიზიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტრებიდან ერთ-ერთი აჭარის ტელევიზიასთან იყო დაკავშირებული. ჩვენს მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ აჩვენა, რომ აჭარის ტელევიზიაში დღემდე არსებობს უამრავი მოუგვარებელი და სამართლებრივად პრობლემატური საკითხი, რომლებიც საზოგადოების რეაგირებას მოითხოვს.

2006-03-29 20:00 სრულად ნახვა

“სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის” თანხები საზოგადოებისთვის გამჭვირვალე არ არის

დღეს, 29 მარტს,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგა (გიორგი) ბოკერიამ გააკეთა საჯარო განცხადება “სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის” თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ აღნიშნული ფონდის საქმიანობა არის საჯარო, გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიპოვოს ფონდის თანხების განკარგვის  შესახებ ინფორმაცია.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთი წლის განმავლობაში ყველა კანონიერი საშუალებით ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია “სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის” საქმიანობისა და ხარჯვის შესახებ, მარგამ უშედეგოდ.

2006-03-28 20:00 სრულად ნახვა

პროექტის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია

 27 მარტს სასტუმრო Courtyard Marriott-ში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის, “ინფორმაციის თავისუფლება, სამართლებრივი რეფორმა და ფინანსური გამჭვირვალობა”, შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია. პროექტი “ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივისა” (OSJI) და “ღია საზოგადოება ინსტიტუტის” (OSI) დაფინანსების ფარგლებში 2005 წლის 1 მარტიდან 2006 წლის 1 მარტამდე გრძელდებოდა.

2006-03-26 20:00 სრულად ნახვა

გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილები კვლავ ერთ საკანში იმყოფებიან

22 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეშვიდე საპყრობილეში იმყოფებოდა. მან სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილები – შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები - ალანია, აფციაური, ბიბილური და ღაჭავა მოინახულა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ანა დოლიძეს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ნებართვის გარეშე შევიდეს ნებისმიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა გაეცნოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და რეკომენდაციები მიაწოდოს საქართველოს პრეზიდენტს.

2006-03-23 20:00 სრულად ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი წარმოებაში მიიღო

23 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დასაშვებად სცნო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი. სარჩელი ეხება საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის #66 განკარგულების “ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” ნაწილობრივ ბათილად ცნობას.აღნიშნული განკარგულების პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს მთავრობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ავალებს 23 500 000 ლარის გამოყოფას სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტებისათვის. მე-2 ნაწილი კი მისი შესრულების კონტროლს ავალებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს.

2006-03-22 20:00 სრულად ნახვა

თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC)

2006 წლის თებერვალში საია-მ  თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC).თანამშრომლობის პრაქტიკული დეტალების განხილვის მიზნით ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრსა და საია-ს შორის შეხვედრა თებერვალში ამ ორგანიზაციის ლონდონის ოფისში შედგა. გადაწყდა, რომ ერთობლოვი პროექტი თავიდან სამ ძირითად საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას:სამარალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში. ექსპერტის დახმარებით და სახელმძღვანელო პრონციპების მიწოდებით  EHRAC დაეხმარება საია-ს სტრასბურგში განაცხადთა წარგზავნაში;ტრენინგის ჩატარება თბილისში.  ტრენინგი, სავარაუდოდ, 2006 წლის აპრილში ჩატარდება; საია-ს წარმომადგენლის მონაწილეობა ლონდონსა და სტრასბურგში EHRAC –ის სამართლებრივი უნარჩვევების განვითარების პროგრამაში.

2006-03-21 20:00 სრულად ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი

21 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რამდენიმე დებულების კონსტიტუციურობის საკითხს ეხება. საკონსტიტუციო სარჩელში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთო სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სადავო ნორმამ მისი  კონსტიტუციური უფლებები შელახა, კერძოდ 24-ე მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ინფორმაციის მიღების უფლებასაც მოიცავს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დაცული უფლება გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ნებისმიერი სახის ინფორმაციას. 

2006-03-21 20:00 სრულად ნახვა

შეხვედრა პოლონურ და მოლდოვურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

დღეს, 21 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები საკუთარ ოფისში პოლონურ და მოლდოვურ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მუშაობას გაეცნენ. არასამთავრობოები საქართველოში ოთხი დღე დარჩებიან და სამ სამუშაო ჯგუფში იმუშავებენ. ეს სამუშაო ჯგუფებია: სამოქალაქო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;მედიის როლი კორუფციასთან ბრძოლაში;ადგილობრივი თვითმმართველობა.დელეგაცია თბილისს გარდა, ბათუმსა და გორს ესტუმრება და  იმერეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის ორმოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართავს შეხვედრას.  

2006-03-20 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შიდა ქართლის რწმუნებულს სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ მოუგო

2006 წლის 21 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება შიდა ქართლში რწმუნებულის ადმინისტრაციას ავალდებულებს საჯარო ინფორმაციის გაცემას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასარგებლოდ. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ კიდევ 2005 წლის ივნის-ივლისის თვეში იქნა გამოთხოვილი საია-ს გორის ოფისის მიერ  #482 და #505 განცხადებების საფუძველზე.

2006-03-20 20:00 სრულად ნახვა

საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ

საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ17 მარტს, 12.00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომლის წევრიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ერთობლივი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის სახელწოდება იყო -  “შენი სიცოცხლე საფრთხეშია!"შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოს ღობეს აქციის მონაწილეებმა შავი ლენტები შეაბეს და გამოაკრეს შავი პლაკატი წარწერით “შენი სიცოცხლესაფრთხეშია!"კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დღემდე არ ხდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ობიექტური გამოძიება. სასწრაფოდ უნდა გამოვლინდნენ მკვლელობის შემკვეთები და დაისაჯონ. მათ არ უნდა მიეცეთ უფლება, დატოვონ საქართველოს ტერიტორია. მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსანთა საჯარო დაკითხვა, რომლებიც 27 იანვარს ბარ შარდენში იმყოფებოდნენ.აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ისინი დღეს, 16.00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.  

2006-03-16 20:00 სრულად ნახვა