სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტესტირება

იურიდიული დახმარების ცენტრის თანაშემწეობის მსურველთა საყურადღებოდ!კონკურსის მეორე ეტაპი, ტესტირება, გაიმართება შაბათს, 15 აპრილს 11-დან 13 საათამდე ასოციაციის სასემინარო დარბაზებში.კონკურსის პირველი ეტაპი გაიარა ყველამ, ვინც განცხადება შემოიტანა.ტესტირება დაიწყება ზუსტად 11:00 საათზე.გისურვებთ წარმატებებს!!! 

2006-04-12 20:00 სრულად ნახვა

საპარლამენტო დებატების ტურნირის შესარჩევი ეტაპის შედეგები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დასრულდა საპარლამენტო დებატების ტურნირის შესარჩევი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სტუდენტები.შესარჩევ რაუნდებში დებატები წარიმართა შემდეგ რეზოლუციებზე: 1. ამ პალატას სჯერა, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი სამართლიანი სასამართლოს გარანტიაა;2. ამ პალატას სჯერა, რომ სიცოცხლის უფლება ხელშეუვალია;3. ამ პალატას სჯერა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტურია;4. ამ პალატას სჯერა, რომ წამება დასაშვებია, თუ ამას სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს;5. ამ პალატას სჯერა, რომ სახელმწიფო სკოლები მხოლოდ ქართულენოვანი უნდა იყოს;6. ამ პალატას სჯერა, რომ ეროვნულ უმცირესობებს უნდა ჰქონდეთ საკუთარ ენაზე სამართალწარმოების უფლება;7. ამ პალატას სჯერა, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია;8. ამ პალატას სჯერა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია ფიქციაა;9. ამ პალატას სჯერა, რომ ცენზურა დაუშვებელია;10. ამ პალატას სჯერა, რომ კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა შეუძლებელია;ამ პალატას სჯერა, რომ სახელმწიფო უწყებებში დაცული ნებისმიერი ინფორმაცია ღია უნდა იყოს საზოგადოებისთვის;11. ამ პალატას სჯერა, რომ სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს ბიზნესს;12. ამ პალატას სჯერა, რომ ხალხს აქვს რევოლუციის უფლება;13. ამ პალატას სჯერა, რომ პირადი ცხოვრების უფლება ხელშეუვალია; ფინალურ ეტაპზე გასული გუნდების სიასისხლის სამართლის ჯგუფი 1) გუნდი #3 – მურმან ნიკოლეიშვილი, გიორგი ლომინაშვილი2) გუნდი #7 – რეზო ბოჭორიშვილი, შოთა ტყეშელაშვილი3) გუნდი #8 _ ნინო თუშურიშვილი, გიორგი ჩიდრაშვილი4) გუნდი #2 _  ოლღა გიორგაძე, ხათუნა ხელიძე სამოქალაქო სამართლის ჯგუფი 5) გუნდი #4 Imagine - გიორგი ცხვედიანი, ნინო ბერძენიშვილი.6) გუნდი #5 კორპორაცია - ლევან ელიზბარაშვილი, ზურა მაჭარაძე7) გუნდი #11 NOKIA – ელისო ჩაბრავა, ვანდა ჯიჯელავა8) გუნდი #12 ბრიგადა ექსტრიმი - ეკა მიქაძე, გიორგი სვანაძე საერთაშორისო / კონსტიტუციური სამართლის ჯგუფები 9) გუნდი #1 – ნინო სარიშვილი, თამარ დაუშვილი  10) გუნდი #3 – ნინო გობრონიძე, თამარ ჩუგოშვილი შესავალი სამართალში 11) გუნდი #1 - ნონა ზუბიტაშვილი, მარიამ დავითინიძე12) გუნდი #2 - კოკა გოგეშვილი, თამარ ქათამაძე13) გუნდი #7 – თამარ ღონღაძე, მაია თითბერიძე    14) გუნდი #12 – არჩილ ნიჟარაძე, ბესო ღონღაძე15) გუნდი #13 – ზაზა კაკოშვილი, დიმიტრი სამხარაძე16) გუნდი #15 – ლუიზა ჩალათაშვილი; თინათინ ფილია დეტალური მონაცემები იხილეთ დანართში  დებატების შედეგები

2006-04-09 20:00 სრულად ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დასაშვებად სცნო

7 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დასაშვებად სცნო. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მთავრობის განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ავალებს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  7 100 000 ლარი გამოყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის სასუქის შეძენისა და ტრანსპორტირების მიზნით.გასაჩივრებული განკარგულებით მთავრობა აგრეთვე ავალებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, განკარგულების სწორედ ეს ნაწილია სრულიად უკანონო, ვინაიდან კანონმდებლობით, შესყიდვის განხორციელების მეთოდს შემსყიდველი ორგანიზაცია ირჩევს და "ერთ პირთან მოლაპარაკების" მეთოდის არჩევის შემთხვევაში კი სწორედ შემსყიდველი ორგანიზაციაა მის ადეკვატურობაზე პასუხისმგებელი.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე ერთი წელია ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსურ მონიტორინგს, რომლის შედეგების თანახმადაც, აღნიშნული ფონდებიდან ფინანსური სახსრების განკარგვა არ მიმდინარეობს კანონის დაცვით.

2006-04-06 20:00 სრულად ნახვა

პლაკატების კონკურსი თემაზე “არა! – ადამიანებით ტრეფიკინგს”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  პროექტი “არა! – ადამიანებით ტრეფიკინგს”, რომელიც ხორციელდება ა.შ.შ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით აწყობს პლაკატების კონკურსს თემაზე “არა! – ადამიანებით ტრეფიკინგს”.ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ამობეჭდილი  ფორმატით – არანაკლებ A4 (1 ცალი), ასევე ელექტრონული სახით (PDF ფაილად).5 გამარჯვებული ნამუშევარი დაჯილდოვდება!პირველი პრიზი – 300$მეორე პრიზი – 200$მესამე პრიზი – 100$მეოთხე – მეხუთე ადგილები დაჯილდოვდება ფასიანი სამახსოვრო საჩუქრებით.გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.გამარჯვებული პლაკატების საკუთრებისა და არაკომერციული დანიშნულებით გამოყენების უფლება გადაეცემა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 25 აპრილის 18.00 საათი. ნამუშევრები უნდა წარადგინოთ საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციაში კრილოვის ქუჩა #15. ტელეფონი: 936301 ან 952353ელ-ფოსტა: khatuna_chitanava@gyla.gewww.gyla.ge დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ დანართში.

2006-04-04 20:00 სრულად ნახვა

საია მიხეილ მაჭავარიანს ძალოვანი უწყებების ფონდების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში დახმარებას სთხოვს

4 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს "სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდისა" და "ქართული არმიის განვითარების ფონდის" საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მიმართა და დახმარება სთხოვა. მიხეილ მაჭავარიანმა 2 აპრილს სატელევიზიო გადაცემა "დროებაში" განაცხადა, რომ აღნიშნული ფონდების საქმიანობა ღია და გამჭვირვალეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სთხოვს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, დახმარება გაუწიოს დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთი წლის განმავლობაში ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია ძალოვანი სტრუქტურების ფონდების საქმიანობისა და თანხების ხარჯვის შესახებ, მაგრამ უშედეგოდ. სასამართლო დავებზე მოპასუხე მხარეები (შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა) ცალსახად ამტკიცებდნენ, რომ ფონდი კერძო სამართლის იურიდიული პირია და მისი საქმიანობა გამჭვირვალე არ არის.

2006-04-03 20:00 სრულად ნახვა

შეხვედრა რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე და ასოციაციის თანამშრომელი ლალი ჩხეტია  28-29 მარტს  სამუშაო ვიზიტით  აჭარასა და იმერეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტების მიზანი იყო ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა და  რეგიონში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების განხილვა.  ბათუმში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალის ოფისში გამართულ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციათა 30 წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონისთვის საჭირბოროტო საკითხები და სამოქალაქო სექტორის როლი ამ პროცესებში.  დაისახა ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები.

2006-03-29 20:00 სრულად ნახვა

აჭარის ტელევიზიის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია

31 მარტს, 14.00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალში აჭარის ტელევიზიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტრებიდან ერთ-ერთი აჭარის ტელევიზიასთან იყო დაკავშირებული. ჩვენს მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ აჩვენა, რომ აჭარის ტელევიზიაში დღემდე არსებობს უამრავი მოუგვარებელი და სამართლებრივად პრობლემატური საკითხი, რომლებიც საზოგადოების რეაგირებას მოითხოვს.

2006-03-29 20:00 სრულად ნახვა

“სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის” თანხები საზოგადოებისთვის გამჭვირვალე არ არის

დღეს, 29 მარტს,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგა (გიორგი) ბოკერიამ გააკეთა საჯარო განცხადება “სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის” თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ აღნიშნული ფონდის საქმიანობა არის საჯარო, გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიპოვოს ფონდის თანხების განკარგვის  შესახებ ინფორმაცია.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთი წლის განმავლობაში ყველა კანონიერი საშუალებით ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია “სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის” საქმიანობისა და ხარჯვის შესახებ, მარგამ უშედეგოდ.

2006-03-28 20:00 სრულად ნახვა

პროექტის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია

 27 მარტს სასტუმრო Courtyard Marriott-ში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის, “ინფორმაციის თავისუფლება, სამართლებრივი რეფორმა და ფინანსური გამჭვირვალობა”, შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია. პროექტი “ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივისა” (OSJI) და “ღია საზოგადოება ინსტიტუტის” (OSI) დაფინანსების ფარგლებში 2005 წლის 1 მარტიდან 2006 წლის 1 მარტამდე გრძელდებოდა.

2006-03-26 20:00 სრულად ნახვა

გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილები კვლავ ერთ საკანში იმყოფებიან

22 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეშვიდე საპყრობილეში იმყოფებოდა. მან სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილები – შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები - ალანია, აფციაური, ბიბილური და ღაჭავა მოინახულა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ანა დოლიძეს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ნებართვის გარეშე შევიდეს ნებისმიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა გაეცნოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და რეკომენდაციები მიაწოდოს საქართველოს პრეზიდენტს.

2006-03-23 20:00 სრულად ნახვა