სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო კურსები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწყებს მსურველთა მიღებას 20 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე სასწავლო კურსებზე სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს გთავაზობთ  სწავლებას 5 მიმართულებით: კურსი “შესავალი სამართალში”( დამწყებ კურსელთათვის)სისხლის სამართალისამოქალაქო სამართალი კონსტიტუციური სამართალი საერთაშორისო სამართალი (თითოეული მიმართულების გასაშიფრად იხ. დანართი #1, #2, #3, #4, # 5)

2006-09-18 20:00 სრულად ნახვა

საია საქალაქო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს

დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თბილისის საქალაქო სასამართლოში კერძო საჩივარი შეაქვს. საჩივარი შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს  16 სექტემბრის განჩინების უკანონოდ ცნობისა და საქმის არსებითად განხილვისათვის დაბრუნებას.  შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლების თამარ გურჩიანის, თამარ კორძაიას და ზურაბ ჯიბღაშვილის სასარჩელო განცხადება. სასარჩელო განცხადება შეეხებოდა თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის "საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის პარტიისა" და "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს გამთლიანებისა და აღმშენებლობის" სიის პარტიული სიების რეგისტრაციის ნაწილში ცესკოს განკარგულების ბათილად ცნობას. მოსამართლე თინათინ ეცადაშვილმა განჩინებაში, რომლითაც საიას წარმომადგენლებს უარი ეთქვათ სარჩელის მიღებაზე, აღნიშნა, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ სათანადო სუბიექტები აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასასაჩივრებლად.

2006-09-16 20:00 სრულად ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს პირველი სასამართლო პროცესი მოუგო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 15 სექტემბერს, სასამართლო პროცესი მოუგო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საია ასაჩივრებდა ცესკოს დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოს დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ხდებოდა. მოსამართლემ საიას ეს სარჩელი დააკმაყოფილა. ამრიგად, აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას არჩევნების კანონიერად ჩატარება.  საიას მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ, 16 სექტემბერს, 13.00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. ამჯერად იურისტები იმ განკარგულებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას უფლება ეძლევა გახდეს თბილისის მერი, მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის მიღების გარეშე.

2006-09-14 20:00 სრულად ნახვა

კანონდარღვევები წინასაარჩევნო კამპანიის დროს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიების მედია მონიტორინგს ახორციელებს. წინასაარჩევნო კამპანიის პირველ ეტაპზე უკვე რამდენიმე კანონდარღვევა დაფიქსირდა. მაგალითად, თბილისის მერის გიგი უგულავას ხელმძღვანელობით თემქის დასახლებაში საზეიმო ვითრებაში გაიხსნა 800 მ. საკანალიზაციო მილი. საზეიმო ცერემონიაზე თბილისის მერმა საჯაროდ განაცხადა: ,,ამ საქმეს თუ გნებავთ წინა საარჩევნო კამპანია უწოდეთ, თუ გნებავთ ჩემი გულისხმიერება. პირობას გაძლევთ, რომ თუ მომავალში ჩემი პოსტი შევინარჩუნე, თემქელებს სულ ახალი გაყვანილობა გექნებათ”. 

2006-09-13 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს სასამართლოში უჩივის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 14 სექტემბერს, სარჩელი შეიტანა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. საია ასაჩივრებს ცესკოს დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოს დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმა ფორმდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით. დადგენილებით ცესკოს თავმჯდომარისათვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება ეწინააღმდეგება და არღვევს საარჩვენო კოდექსის მოთხოვნებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარის თქმაც კომისიის და არა მისი თავმჯდომარის კომპეტენციას განეკუთვნება.

2006-09-13 20:00 სრულად ნახვა

სასარჩელო განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით

ხვალ, 15 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასარჩელო განცხადებას შეიტანს თბილისის საქალაქო სასამართლოში.  სასარჩელო განცხადება ეხება პარტიების (ბლოკების) საარჩევნო სიების რეგისტრაციის შესახებ ცესკოს 14 სექტემბრის განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას. საია განკარგულების იმ ნაწილს მიიჩნევს არაკანონიერად, რომელიც ეხება პარტიულ სიაში ქ. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად იმ პირის შეყვანას, რომელიც არ არის დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არც ერთ საარჩევნო ოლქში. ასოციაციის აზრით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საარჩევნო კოდექსის 126(8)-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით. ამ პუნქტის თანახმად: “პარტიულ სიაში შეყვანილ უნდა იქნენ ის კანდიდატები, რომლებიც წარდგენილ არიან მაჟორიტარულ არჩევნებში.” დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით – თორნიკე გურული 893 28 13 27 ან 95 23 53 / 93 61 01

2006-09-13 20:00 სრულად ნახვა

საიას ორი ადმინისტრაციული საჩივარი დაუკმაყოფილეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) პროექტის - “ფინანსური გამჭვირვალობა და საჯარო დაწესებულებათა ანტიკორუფციული მონიტორინგი” -ფარგლებში შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და იუსტიციის მინისტრების მიერ დაკმაყოფილდა. საიამ 2006 წლის  28 ივნისს საჯარო ინფორმაცისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადებით მიმართა, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

2006-09-12 20:00 სრულად ნახვა

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის თემაზე “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აწყობს ერთდღიან ტრენინგს მოქმედი ჟურნალისტებისათვის საქართველოს მასშტაბით. ტრენინგი ორი ნაწილისაგან შედგება: 1. ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესახებ. 2. ჟურნალისტთა უფლებები წინასაარჩევნო კამპანიისას და არჩევნების დღეს. ტრენინგები გაიმართება: თბილისში – 22 სექტემბერს,თელავში – 23 სექტემბერს, ქუთაისში – 25 სექტემბერს, ბათუმში – 26 სექტემბერს. პროექტი ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია NED (National Endowment for Democracy) მხარდაჭერით. ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. საკონტაქტო პირი – თორნიკე გურული. ტელ. 93 01 01 / 95 23 53 ან 893 28 13 27. ელფოსტა: presscenter@gyla.ge

2006-09-11 20:00 სრულად ნახვა

კამპანია ტრეფიკინგის წინააღმდეგ

დღეს, 1 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ აქცია გამართა. ასოციაციის თანამშრომლები ბათუმსა და ქობულეთში ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ათასობით ღია ბარათს არიგებდნენ და მოქალაქეებს ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. ბოლო პერიოდში მკვეთრად გახშირდა საქართველოს მოქალაქეების ტრეფიკინგში ჩართვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ახორციელებს პროექტს “არა! - ადამიანებით ტრეფიკინგს,” რომლის ფარგლებშიც არაერთი ანტიტრეფიკინგული კამპანიაა დაგეგმილი. უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პუნქტებზე სპეციალური სტენდები დაიდგმება, რომელზეც ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაცია განთავსდება და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მოქმედებს ტრეფიკინგის საკითხთა დაინტერესებულთათვის ცხელი ხაზიც. ესენია – თბილისში 99 50 76 და ბათუმში 888 33622. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამა ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:თორნიკე გურული – 93 61 01 ან 95 23 53 ან 893 28 13 27 

2006-08-31 20:00 სრულად ნახვა

მრგვალი მაგიდა კონსტიტუციის 11 წლისთავთან დაკავშირებით

დღეს, 24 აგვისტოს, კონსტიტუციის 11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის თემა გახლდათ "საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანა”. მრგვალ მაგიდაზე მოწვეულნი იყვნენ ბათუმში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მასმედიისა და მთავრობის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები არ გამოცხადებულან. შეხვედრაზე მოკლე მოხსენება გააკეთა საიას იურისტმა ზურაბ ჯიბღაშვილმა. მოხსენების შემდეგ კი საინტერესო დისკუსია გაიმართა. დისკუსია იმ სავარაუდო შედეგებს მიეძღვნა, რომლებიც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანას მოჰყეს.

2006-08-23 20:00 სრულად ნახვა