სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ჩაქვში იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის ორგანიზებით საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრა ჩატარდა

2007 წლის 22-23 სექტემბერს ჩაქვში იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრა (ძირითადად დასავლეთ საქართველოს მასშტაბით). შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სასწავლებლებს ერთმანეთისათვის გაეცნოთ: - იურიდიული ფაკულტეტის სტრუქტურა;- საბაკალავრო პროგრამები;- სასწავლო პროცესის მართვა;- სამაგისტრო პროგრამები;- დოქტორანტურა. პრეზენტაციები გააკეთეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ზუგდიდის დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა პრობლემატური საკითხები, რომელიც ეხებოდა როგორც საკანონმდებლო სფეროს, ასევე კონკრეტული უნივერსიტეტების სწავლების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს. ანალოგიური შეხვედრა გაიმართება ოქტომბრის თვეში აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით. შადაც მოწვეული იქნებიან დანარჩენი უმაღლესი სასწავლებლები.

2007-09-24 20:00 სრულად ნახვა

საიამ “მოსწავლეთა ქცევის კოდექსზე” დასკვნა მოამზადა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განიხილა და მოამზადა დასკვნა  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტზე, რომელიც შეეხება საჯარო სკოლებში  “მოსწავლეთა ქცევის კოდექსის” დანერგვას. საიას მიერ მომზადებული დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე პროგრამა “უსაფრთხო სკოლის” ფარგლებში შერჩეულ თბილისის 20 საპილოტე სკოლას.

2007-09-24 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ – VI, VII შემაჯამებელი ანგარიშები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კამპანიის - ”საქართველოს მთავრობა - თაკარა მზის ქვეშ” ფარგლებში სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის ამსახველი, რიგით მეექვსე და მეშვიდე შემაჯამებელი ანგარიში გამოსცა. კონტროლის პალატის, სხვადასხვა უწყებების გენერალური ინსპექციების საქმიანობა და პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშები, ასევე, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში შექმნილი პრობლემები ორ გამოცემაშია თავმოყრილი.

2007-09-19 20:00 სრულად ნახვა

სამოქალაქო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 41 959 მოქალაქე უკანონოდ დააჯარიმა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “2007 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში პირადობის მოწმობის დაგვიანებით აღებისთვის 41 959 მოქალაქე დაჯარიმდა.” სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე ვალდებულია პირადობის მოწმობა 16 წლის შესრულებიდან 6 თვის ვადაში აიღოს და ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში იგი 5 ლარით ჯარიმდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საიამ) შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მიაჩნია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ უკანონოდ ხდება პირადობის მოწმობის აღების დაგვიანებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 185-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა დაჯარიმება.

2007-09-10 20:00 სრულად ნახვა

კოალიცია “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” აჭარაში მოქმედ არასამთავრო ორგანიზაციებს შეხვდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის ფარგლებში ორგანიზებული იქნა შეხვედრა აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე კოალიციის წარმომადენლებმა, აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაცია კოალიციის მიზნების, გაწეული საქმიანობისა და მომავალი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

2007-09-02 20:00 სრულად ნახვა

საიას თავმჯდომარე პარლამენტის წევრებს მიმართავს

საქართველოს პარლამენტი 2007 წლის საშემოდგომო სესიაზე გეგმავს საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეორე და მესამე მოსმენით მიღებას. კოდექსის პროექტი, რომლის “დღევანდელი ვერსიის” შემუშავება 2004 წლიდან მიმდინარეობს, პარლამენტმა გასულ გაზაფხულზე პირველი მოსმენით მიიღო. პროექტმა 2004 წლიდან დღემდე მნიშნვნელოვნად იცვალა სახე. გიორგი ჩხეიძე წერილით მიმართავს პარლამენტის წევრებს, რომ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაუბრუნდეს პირვანდელი იერსახე. წერილი დაეგზავნათ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნებს და იუსტიციის უმალესი საბჭოს მდივანს. საიას თავმჯდომარეს მიმართვა პარლამენტის წევრებს

2007-09-02 20:00 სრულად ნახვა

საია ბათუმში კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს

24 აგვისტოს (13:00 საათზე) საქართველოს კონსტიტუციის დღეს (კონსტიტუცია მიღებულია 1995 წლის 24 აგვისტოს),  ქალაქ ბათუმში, სასტუმრო "ინტრურისტებში" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს კონსტიტუციის დღეს. 12 წლის წინ მიღებულმა კონსტიტუციამ დემდე მრავალი ცვლილება განიცადა. მიუხედავად ამისა მისი მეორე თავი რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება უცვლელი დარჩა. საკონსტიტუციო სასამარლო, რომელიც კონსტიტუციის დაცვის უმაღლესი გარანტია საქართველოში გადავიდა ქალაქ ბათუმში. ჩვენ, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რათა ქვერყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები. მიღებაზე მოწვეულები არიან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, სახალხო დამცველი, პარალამენტის იურიდიული კომიტრეტის თავმჯდომარე, აჭარის უმაღლერსი საბჭოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლლები.

2007-08-22 20:00 სრულად ნახვა

საიას განცხადების შემდეგ ქალაქ თბილისის მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაუქმდა გადაწყვეტილება მიწების ჩამორთმევის შესახებ

დღეს ქალაქ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე დიადო (#16.01.435) დადგენილება, რომლითაც გაუქმდა ქალაქის მთავრობის 20 ივლისის დადგენილება (#15.22.419) 1994-1999 გაცემული მიწების ჩამორთმევის პროცედურის დაწყების შესახებ. დღეს გამოქვეყნებული დადგენილებაში ნათქვამია:“საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ადმინსიტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ ქ. თბილი მთავრობის 2007 წლის 20 ივლისის #15.22.419 დადგენილება მიზანშეწონილია გამოცხადდეს ძალადაკარგულად, ვინაიდან მისმა მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივ ინტერესებს”.

2007-08-09 20:00 სრულად ნახვა

საია აქვეყნებს მიწის ნაკვეთების სიას, რომლებსაც ემუქრებათ ჩამორთმევა თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით

საიამ ა.წ. 30 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 20 ივლისს თბილისის მთავრობამ მიიღო  დადგენილება (#15.22.419), მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ გამოცემული ზოგიერთი დადგენილების გადახედვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, რაც  ითვალისწინებს 1992 -1998 წლებში "არაუფლებამოსილი" ორგანოების მიერ გამოცემული დადგენილებების ბათილად ცნობას, რომელთა შედეგად თბილისის ათობით მოქალაქეს ჩამოერთმევა მიწის ნაკვეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მთავრობა არასწორად განმარტავს კანონს და ხელყოფს საკუთრების უფლებას.

2007-08-08 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატების წარმატებული საქმეები (ივლისი)

1. საიას ადვოკატის დახმარებით მოქალაქემ საკუთარი ქონება დაიკანონა საიას დუშეთის ოფისს განცხადებით მიმართა დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში მცხოვრებმა ნ.ც.-მ, რომელიც ითხოვდა დახმარებას უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის. ნ.ც.-ს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა უსაფუძვლოდ  უთხრა უარი მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. მომმართველმა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა უძრავი ქონების  საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი და ცნობა საკრებულოდან, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთი  ნ.ც.-ს ჰქონდა კანონიერ სარგებლობაში. საიას დუშეთის ოფისმა დაიცვა მოქალაქის უფლება ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობაში. ადვოკატის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა  და ქონება დუშეთის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულ იქნა, როგორც ნ.ც.-ს საკუთრება. ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ სხვა მოქალაქეებსაც, რომლებსაც თავის დროზე უარი ეთქვათ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. საიას დუშეთის ოფისის უშუალო ჩარევის შემდეგ, დუშეთის რაიონის საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაითვალისწინა ნ.ც.-ს საქმის პრეცედენტი, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ადმინისტრაციულ საჩივარზე და ზემოაღნიშნულ მოქალაქეებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დაურეგისტრირა ისე, რომ მათ  აღარ დასჭირდათ ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა.

2007-07-29 20:00 სრულად ნახვა