სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ტელეკომპანია „იმედიდან“ თანამშრომლების დათხოვნის ფაქტს აპროტესტებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას მედიაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ამჯერად, ყურადღებას ვამახვილებთ ტელეკომპანია “იმედიდან” ანა გოჩაშვილის წარმოსვლისა და ორი თანამშრომლის დათხოვნის ფაქტზე.

2009-05-08 20:00 სრულად ნახვა

საია პოლიციის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ძალადობის ფაქტებს გმობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება თბილისში, შს სამმართველოს შენობასთან 2009 წლის 6 მაისის საღამოს განვითარებულ მოვლენებს და ცალსახად გმობს პოლიციის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონით გაუთვალისწინებელი საშუალებების გამოყენების ფაქტს.

2009-05-06 20:00 სრულად ნახვა

საია გმობს ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების და ზეწოლის ფაქტებს

საია ეხმაურება 5 მაისს დილით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მომხდარ ინცინდენტს, სადაც პირველი არხის ჟურნალისტს ნიკა ავალიანს მომიტინგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

2009-05-04 20:00 სრულად ნახვა

საია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება დედაქალაქში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაცია ხშირად სცდება კანონით დადგენილ ჩარჩოებს. ამაზე მიუთითებს მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტები, დაუდგენელი პირების მიერ დემონსტრანტებთან სასტიკი ანგარიშსწორების შემთხვევები, პოლიციის მიერ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული უმოქმედობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის  პირების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილე პირთა ფიზიკური თუ მორალური შეურაცხყოფა.

2009-04-28 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა

საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში არსებული კრიზისის გამო მიმართავენ პოლიტიკურ სუბიექტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს  შემდეგი პოზიციით:

2009-04-16 20:00 სრულად ნახვა

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების შესახებ

1) რა არის შეკრება?შეკრება არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.2) რა არის მანიფესტაცია?

2009-04-14 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაცია გმობს მშვიდობიან მომიტინგეებზე გახშირებული თავდასხმის ფაქტებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს უკანსაკნელი ორი დღის განმავლობაში მშვიდობიან მომიტინგეებზე გახშირებული თავდასხმებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაგმოს, აღკვეთოს და გამოიძიოს ძალადობის თითოეული ფაქტი.

2009-04-10 20:00 სრულად ნახვა

საია სახალხო დამცველის აპარატს 9 აპრილს დაგეგმილი აქციების მონიტორინგში დაეხმარება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახალხო დამცველის აპარატს 9 აპრილს დაგეგმილი აქციების მონიტორინგის განხორციელებაში 25 მონიტორით დაეხმარება. მონიტორინგი დაახლოვებით ერთ კვირას გაგრძელდება. მონიტორები დააკვირდებიან აქციების მიმდინარეობას და კანონის შესაძლო დარღვევის შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენებენ სახალხო დამცველს.საიას მონიტორების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს საქართველოს სახალხო დამცველი გაახმოვანებს.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და თავისუფლების, შეკრებებისა და მანიფესტაციის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ხელყოფის შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს ნებისმიერ პირს ორგანიზაციის რვა ადვოკატის მეშვეობით.ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად 3 აპრილს სპეციალური განცხადება გაავრცელა და ორივე მხარეს კანონის დაცვისკენ მოუწოდა (იხ. განცხადება http://www.gyla.ge/?display=news&view=736).

2009-04-07 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება 6 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოძრაობა "რატომ?"-ის მშვიდობიანი აქციის დაშლასთან დაკავშირებით

საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 6 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოძრაობა "რატომ?"-ის მშვიდობიანი აქციის დაშლას და ამავე აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს პროტესტის უფლებასაც. ამას გარდა, კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

2009-04-06 20:00 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ

2009 წლის 9 აპრილს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გეგმავენ. ამ აქციის მშვიდობიანად ჩატარებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობისთვის განსაკუთებით დიდი მნიშვნელობა აქვს.ქვემოთ ხელისმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

2009-04-02 20:00 სრულად ნახვა