საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონში (აჭარა, გურია, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი) ახორციელებს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეთა უკანონო მონაწილეობის, ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერი გამოყენებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტებს.
2010-04-21 11:19 სრულად ნახვა2010 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტის წევრების - პავლე კუბლაშვილის, ლაშა თორდიას, ზვიად კუკავას და კახა ანჯაფარიძის მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”.შემოთავაზებული პროექტით იცვლება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას სადავო აქტის გაუქმება არ იწვევს სამართალწარმოების შეჩერებას, თუ საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა სფეროს. შემოთავაზებული ცვლილებით, ზემოაღნიშნული საკითხი სრულად გადავა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში და ყოველ საქმეზე იგი თავად გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა პროცესი დავის საგნის გაუქმების შემთხვევაში.
2010-04-20 14:29 სრულად ნახვა2010 წლის 29-31 მარტს, პარიზში, სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რიგით მერვე მონიტორინგის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენლები. სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის ინიციატივაა. აღნიშნულ ქსელში ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები შედის.
2010-04-16 14:47 სრულად ნახვა15 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოქალაქე თ.ე.-ს სახელით შპს ,,ტელეიმედის” წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
2010-04-15 14:42 სრულად ნახვაორგანიზაციებმა: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო" ცესკოსთან ერთად სპეციალურ მემორანდუმზე ხელმოწერით ადასტურებენ, რომ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ხელს შეუწყობენ არჩევნების ნორმალურად ჩატარებას, სადაც ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად გამოიყენებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ რესურსს.
2010-04-13 12:16 სრულად ნახვა2010 წლის 13 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახალხო დამცველის #477-ე კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ,,სასამართლოს მეგობრის” სტატუსით წერილობითი მოსაზრება წარუდგინა.საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-19 (სინდისის, რელიგიის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი) მუხლებთან მიმართებაში.
2010-04-13 07:01 სრულად ნახვა2010 წლის 8 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა კიდევ ერთი ახალი სარჩელი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. აღნიშნული სარჩელი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსი და ოსი სამხედრო პირების მიერ ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძის წამებასა და შემდგომში მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტს შეეხება.გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონში მსახურობდა. 2008 წლის 9 აგვისტოს ქ. ცხინვალში შეტაკებების შემდეგ გიორგი ანწუხელიძე თითქმის 5 თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 2008 წლის 12 დეკემბრის ბიოლოგიურ-გენეტიკურმა (დნმ) ექსპერტიზამ მოახდინა გიორგი ანწუხელიძის გვამის იდენტიფიცირება. გიორგი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
2010-04-12 11:43 სრულად ნახვა2010 წლის 7 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დასკვნა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც სამაუწყებლო საშუალებებისთვის ‘საგადასახადო ამნისტიას’ ითვალისწინებს.პროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლს ემატება 21-ე (პრიმა) ნაწილი, რომლის მიხედვითაც ტელესამაუწყებლო კომპანიებს უნდა ჩამოეწეროთ კანონის ძალაში შესვლის დღისთვის არსებული საგადასახადო დავალიანებები და მასზე დარიცხული საურავები.
2010-04-08 13:49 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მთავრობის მიერ 2009-2010 წლებში უცხოურ ლობისტურ კომპანიებთან (Public Strategies, Maniatis, Gregory A, Kunin, Daniel Louis, Podesta Group, Gephardt Group Government Affairs, Orion Strategies;) გაფორმებული ხელშეკრულებების გასაიდუმლოებას.ასოციაცია დაინტერესდა იმ ხელშეკრულებათა საჯაროობით, რომლებიც შეეხება საქართველოს მთავრობისათვის საკონსულტაციო და სხვა სახის მომსახურების გაწევას სხვა ქვეყნების მთავრობებთან, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სფეროში. საიამ 2010 წლის 16 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს და გამოითხოვა გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები, აგრეთვე ინფორმაცია ხელშეკრულებების დაფინანსების კონკრეტული წყაროს შესახებ.
2010-04-08 11:48 სრულად ნახვადღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ქალაქის მერს ღია წერილი გაუგზავნეს.“უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციების მიერ თბილისის მერიისგან გამოთხოვილ იქნა არაერთი საჯარო ინფორმაცია, რომელთა უმრავლესობა რეაგირების გარეშე დარჩა, ნაწილთან დაკავშირებით კი პასუხები კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევით და არასრულყოფილი სახით მივიღეთ” – მითითებულია ერთობლივ წერილში. იხილეთ ღია წერილი და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ქ.თბილისის მერიაში გაგზავნილი წერილების ასლები:
2010-04-06 14:17 სრულად ნახვა