სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მოუწოდებს პროკურატურას მოახდინოს სათანადო რეაგირება პოლიციელთა მხრიდან ამირან ძებისაშვილის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ზეწოლაზე

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს ვასილ ლომსაძეს ინტერესებს, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ზაალ ადამიამ და პოლიციის სხვა თანამშრომლებმა სცემეს. 

2014-11-11 12:00 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები: ბოლოდროინდელი მოვლენები ბევრ შეკითხვას აჩენს, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე განვითარდა. პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და წაყენებულ ბრალდებებს თავდაცვის მინისტრისგან მოყვა პროკურატურის პირდაპირი დადანაშაულება მიზანმიმართულ დევნასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის განზრახ შეფერხებაში. ამის გამო პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა.

2014-11-07 13:24 სრულად ნახვა

საიას ოქტომბრის თვის წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით  ნ.ლ.-ს  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა   საიას თბილისის ოფისი იცავდა ნ.ლ.-ს ინტერესებს, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა ე.წ. რეიდების დროს დააკავეს და  პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ.ლ-ს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა.  

2014-11-07 11:12 სრულად ნახვა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების განცხადება სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე

2014 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მისგან გამომდინარე „რეკლამის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ. 

2014-11-05 13:19 სრულად ნახვა

კვლევის პრეზენტაცია - საქართველოს შრომის კანონმდებლობის ანალიზი - დასაქმების ადგილზე სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია და მისი სამართლებრივი შედეგები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ კვლევის ,,საქართველოს შრომის კანონმდებლობის ანალიზი - დასაქმების ადგილზე სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია და მისი სამართლებრივი შედეგები“ პრეზენტაცია გამართეს. 

2014-11-05 12:00 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა დაკავებას ეხმაურებიან

28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები:

2014-11-04 14:46 სრულად ნახვა

მობილური ოპერატორების მონაცემებზე პირდაპირი წვდომის საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში უნდა იქნას მიღებული

31 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველად გამოიყენა კონსტუტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში წინა დღით მიღებული ცვლილებები. 

2014-11-03 15:59 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მუნიციპალიტეტი მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემაში დაგეგმილ ატესტაციას ეხმაურებიან

სამწუხაროა, რომ ატესტაციამდე პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ადგილი ჰქონდა სამსახურებიდან მოხელეების მასობრივად გათავისუფლებებს. მომდინარე მოვლენებში სამოქალაქო საზოგადოება გარკვეულ საშიშროებას ხედავს, რომ ატესტაციის პროცესში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომლების/კანდიდატების განსხვავებას და დისკრიმინაციული საფუძვლით გადაწყვეტილების მიღებას.

2014-11-01 10:47 სრულად ნახვა

კამპანია ,,ეს შენ გეხება“-ს მონაწილეები პრემიერის განცხადებას პასუხობენ

კამპანია ,,ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მონაწილეები ეხმაურებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას,რომლითაც პრემიერ-მინისტრმა უკმაყოფილება გამოხატა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ე.წ. ,,ორგასაღებიან სისტემასთან“ დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: ,,მობილური ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხოური კომპანიების მფლობელობაში და არც ერთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, ამგვარი ტიპის მოწყობა არ არსებობს.“

2014-10-30 17:19 სრულად ნახვა