სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობოების მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

 ბატონო ირაკლი, როგორც მოგეხსენებათ, 2011 წლის სექტემბერში საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ინიციატივას „ღია მმართველობის პარტნიორობას“ (Open Government Partnership - OGP), რომლის ინიციატორი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ღია მმართველობის პარტნიორობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, მთავრობების და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატში მთავრობის ღიაობის, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. დღეის მდგომარეობით OGP აერთიანებს 60-ზე მეტ სახელმწიფოს.

2014-02-21 08:02 სრულად ნახვა

კოალიცია ,,მედია ადვოკატირებისთვის’’ განცხადება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით

18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტმა უყარა კენჭი 19 თებერვალს და დაამტკიცა 75 ხმით 0-ის წინააღმდეგ. ჩვენი მოსაზრებებით წარმოდგენილი ცვლილებები მოითხოვს დაზუსტებას, რადგან არ ასახავს ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის მოსაწესრიგებლადაც არის მიმართული აღნიშნული ცვლილებები. 

2014-02-20 06:52 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის აწევის შესახებ

ჩვენ - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და , მივესალმებით მმართველი კოალიციის მზაობას თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევის შესახებ.

2014-02-20 01:38 სრულად ნახვა

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება

 2013 წლის 15 თებერვალს „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გავრცელდა გურია ნიუსის ჟურნალისტის ჟანა მეგრელიშვილის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე შარაშენიძის საუბრის აუდიო ჩანაწერი. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტის კითხვებით გაღიზიანებული გამგებელი ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, აგინებს და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს მას.

2014-02-18 05:09 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის N2 ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს

თბილისი, 2014 წლის 18 თებერვალი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის N2 ანგარიშს აქვეყნებენ. ანგარიში ძირითადად, 2013 წლის პერიოდს მოიცავს და განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით: საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა; გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურული საკითხები და დასაბუთებულობა; მოსამართლეთა დანიშვნა/მივლინება; საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება. 

2014-02-18 04:08 სრულად ნახვა

საიას განცხადება ლევან მარუაშვილის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე

გავრცელებული ინფორმაციით 2014 წლის 14 თებერვალს,  ქ. თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხულ იქნა ლევან მარუაშვილი, დაკითხვამდე კი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი დაკითხვა შესაძლოა უკავშირდებოდეს ბაჩანა ახალაის მიმართ წაყენებულ ერთ-ერთ ბრალდებას.   აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რა პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს ჩხრეკის ჩატარება და მოწმის სტატუსით პირის დაკითხვა.

2014-02-15 04:07 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრების დაკავების შესახებ

 როგორც ცნობილია, ა.წ. 10 თებერვალს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე, ასევე, დუშეთის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი.    

2014-02-14 07:09 სრულად ნახვა

საჯარო ინფორმაციის ანგარიშების წარდგენასთან დაკავშირებით საიამ კვლევის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2014 წლის 14 თებერვლას, კვლევის - საჯარო ინფორმაციის ანგარიშების წარდგენის ვალდებულება (საქართველოში არსებული პრაქტიკა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის კავშირის გამოცდილება) პრეზენტაცია გამართა.

2014-02-14 02:31 სრულად ნახვა

GYLA held presentation of the research on submission of public information

On February 14, 2014 GYLA held presentation of the Research – Obligation to Submit FOIA Reports (practice of Georgia, the United States and Australia).  As the research has demonstrated, public agencies responsible for submission of FOIA reports, as well as agencies authorized to receive the reports have pro-forma approach to the process. They fail to implement even trivial obligations such as publication of freedom of information reports on the web-site of the Legislative Herald of Georgia within the terms established by legislation or submission of the reports to the President, the Parliament and the Prime-Minister according to the established rules.

2014-02-14 01:33 სრულად ნახვა

საია სახალხო დამცველთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სურს რამდენიმე განმარტება გააკეთოს ენერგეტიკის სამინისტროs მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.    განცხადებაში აღნიშნულია: „ხუდონჰესის" პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის და აუცილებლობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ... სცილდება სახალხო დამცველის უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებს.

2014-02-10 00:06 სრულად ნახვა