სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

2015 წლის 22 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია გახსნეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და განვითარების ოფისის დირექტორმა დანიელა რეიფმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის `კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.

2015-06-22 11:00 სრულად ნახვა

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა წერითი გამოცდების შედეგები

გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას, გასაუბრების ეტაპზე გავიდნენ კონკურსის ის მონაწილეები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 8 ქულა. 

2015-06-19 14:00 სრულად ნახვა

რატომ ვიცავ მედიას?

მე მედიასამართლის მიმართულებით ვმუშაობ და ვერც კი წარმომიდგენია სხვაგვარად. ვფიქრობ, ჟურნალისტების საქმიანობის მხარდაჭერის და ჩემი არჩევანის საჭიროებისათვის ძალიან ბევრი არგუმენტი მაქვს.  რატომ ვიცავ მედიას - ამ კითხვას ხშირად მისვამენ ჩემი გარშემომყოფები: იურისტები, საჯარო მოხელეები, ხანდახან მუდმივად გაკრიტიკებული ჟურნალისტებიც კი. პასუხის მოსაძებნად დიდი დრო არასოდეს მჭირდება.  მაგრამ ახლა 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის ფონზე, კიდევ ერთხელ გამახსენდა ეს კითხვა - მართლაც რატომ ვიცავ მედიას ასე?  რატომ მგონია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება?

2015-06-19 13:58 სრულად ნახვა

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ვენეციის კომისიის სხდომაზე პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით მოსაზრებებს წარადგენს

 19 და 20 ივნისს,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლები ვენეციის კომისიის სხდომებს დაესწრებიან, სადაც „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება.

2015-06-19 12:01 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ფორუმი გამართა

ფორუმმა შეკრიბა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წარსულში ჩადენილი დარღვევების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განსახილველად. კოალიციამ სახელმწიფოს წარუდგინა რეკომენდაციები, რომელთა მიზანია სამართლის აღსრულება ჩადენილი დარღვევების მიმართ იმგვარად, რომ პროცესი დაცული იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან.

2015-06-17 10:30 სრულად ნახვა

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

 16 ივნისს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რიგაში ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშების პირველადი მიგნებები და პროექტის ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები წარადგინეს.

2015-06-16 12:00 სრულად ნახვა

საიას განცხადება 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს იმ უდიდესი ტრაგედიის გამო, რაც 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად თავს დაატყდა თბილისისა და ახლომდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებს.

2015-06-15 14:00 სრულად ნახვა

საიას მაისის თვის წარმატებული საქმეები

საიას თბილისის ოფისის დახმარებით მოქალაქე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა უზენაესმა სასამართლომ საიას დაცვის ქვეშ მყოფი ლ.მ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, რომელიც ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ცნობილი იყო დამნაშავედ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაში და მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით

2015-06-09 10:48 სრულად ნახვა

საია გიორგი ოქროპირიძის საქმეზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას და პროკურატურის თანმდევ მოქმედებებს ეხმიანება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 2015 წლის 8 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი ოქროპირიძის საქმეზე და პროკურატურის თანმდევ მოქმედებებს, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ უწყების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

2015-06-08 19:41 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე მმართველი კოალიციის პოზიციასთან დაკავშირებით

2015 წლის 5 ივნისს ხელისუფლებაში მყოფმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა გარკვეული ცვლილებებით, კერძოდ: მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევისთვის 50% ბარიერი დაწესდება. აგრეთვე, ამომრჩეველთა ხმების თანასწორობის პრინციპის დასაცავად და მიმდინარე წელს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები შეიცვლება.

2015-06-08 14:58 სრულად ნახვა