სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დაბრუნებამდე

ადრე, აჭარაში, ჯერ კიდევ მაშინ როცა სკოლაში ვსწავლობდი, სასწავლო კვირის შემდგომი უქმე დღეები  ჩემს სოფელში - ძენწმანი გრძელდებოდა. თითქმის ყოველთვის ორი უქმე დღიდან ერთს - შაბათს ან კვირას სოფლის თავში, "ოთხზიარის" ძველ სათესებსა და ყანებში ვატარებდით. არა, დასვენების მიზნით კი არა მიწაზე ვმუშაობდით. გაზაფხულზე ჯერ ყანის „მოჩალვით“ იწყებოდა ყველაფერი. მერე ყანა იხვნებოდა, იფარცხებოდა და სიმინდი ითესებოდა. მიწიდან ამოსულ სიმინდს ყანის „ფხეკა“ მოსდევდა თან. ფხეკის დროს ერთადერთი შვება ყანის თავში მდგარი ვეებერთელა თეთრი ბალი იყო. თეთრ ბალს შუადღეს წყაროზე ჩაცივებული მაწონი და მჭადი ანაცვლებდა. შემოდგომაზე ყანის აღების დრო მოდიოდა და ზამთრის შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ერთი სიტყვით მთელი ეს პროცესი ფილოსოფია იყო და ამ ფილოსოფიის დროს ნალიაში გაფენილ ბალახზე წამოკოტრიალებასა და ფიქრს ცოტა რამ თუ სჯობდა ქვეყანაზე.

2016-05-11 10:45 სრულად ნახვა

ცხელი პური და სიყვარული

აღმაშენებლის ჩაყოლებაზე, ერთმანეთზე მიწყობილი ჭრელა-ჭრულა მაღაზიებია და სულ ბევრი ხალხი ირევა. ამ პატარა მწკრივის წინ, პასტერის მოსახვევიდან მაკდონალდსამდე  რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით 6 ადამიანი ხურდას ითხოვს, სხვადასხვა კუთხეში შეყუჟული. 

2016-05-09 00:29 სრულად ნახვა

„ამბოხი მართალი საქმეა“

„სანამ საყოველთაო ინდიფერენტულობა და კოლექტიური აპათია არ დაიმსხვრევა, ერთეულები ვერაფერს შეცვლიან“- ეს სიტყვები ევროპული სტუდენტური მოძრაობის ლეგენდას რუდი დუჩკეს ეკუთვნის. 

2016-04-20 16:55 სრულად ნახვა

“დამკვიდრებული პრაქტიკის“ სახელით

2016 წლის 20 აპრილს, ბათუმის საკრებულო, ბათუმში, ხიმშიაშვილი ქუჩის #1 მდებარე 125 კვ.მ საცხოვრებელ ფართის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხს განიხილავს. 

2016-04-19 16:54 სრულად ნახვა

როგორ ავირჩიოთ კანცლერი

მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) განვითარებულ მოვლენებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა მოჰყვა, რასაც თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ასევე დასკვნით უპასუხა, გადავწყვიტე თვითონ გავარკვიო - როგორ ავირჩიოთ კანცლერი. 

2016-03-29 16:19 სრულად ნახვა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც სასამართლომ კვლავ საფრთხის ქვეშ დააყენა

სულ ცოტა ხნის წინ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით მამაკაცს ბრალი წაუყენეს. მოსამართლემ სავარაუდო მოძალადეს გირაო შეუფარდა. პროკურორმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზედა ინსტანციაში, თუმცა შედეგი უცვლელი დარჩა. სასამართლოს ასეთმა დისკრიმინაციულმა პასიურობამ  წამახალისებლად იმოქმედა სავარაუდო მოძალადეზე. მამაკაცმა გირაოს თანხა გადაიხადა და დაიწყო ძალადობის ახალი ეტაპი. ბრალდებული იარაღის მაკეტის გამოყენებით მსხვერპლს მოკვლით დაემუქრა.

2016-03-28 10:49 სრულად ნახვა

ვიზიტორი #3

ორშაბათი „ორშაბათულად“ დაიწყო. დილიდან ბევრი ხალხია. ზოგი ქვევით იცდის, ზოგი-ზევით, ზოგიც სართულებს შორის ირევა. მესამე ვიზიტორი შემოდის-ქალბატონი, ათიოდე წლის ბავშვთან ერთად. 

2016-03-21 09:40 სრულად ნახვა

ვინ და რატომ (ვერ) მოირგებს სტრასბურგის მოსამართლის მანტიას

2015 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი. 

2016-03-03 01:00 სრულად ნახვა

ტყიბული - პარალელური რეალობა

ნაცრისფერი ძველი საბჭოური კორპუსები, ზოგიერთი სახლი უსიცოცხლო,  რაღაცნაირი ჩამუქებული  ქუჩები, მწვანე კარავი ძველებური ღუმელით, დაღონებული ადამიანები და მძიმე ოხვრა- ის რაც პირველი თვალში მომხვდა ტყიბულში ადგილზე ჩასულს.

2016-02-29 12:30 სრულად ნახვა

მიშა ჯახუას ბლოგი: „ЧЕЧЕН ВЕЧЕН“

პირველად ჩეჩნების შესახებ ღრმა ბავშვობაში, აფხაზეთის ომის დროს გავიგე მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგის მხარეს იბრძოდნენ, ჩემთვის ჩეჩნები არასდროს ასოცირდებოდნენ მტრებთან. 

2016-02-25 10:36 სრულად ნახვა