GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია
coalition img

საია აცხადებს ტენდერს ქართული ტექსტების რედაქტირების მომსახურების შეძენაზე

26 ნოემბერი, 2024

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)ცხადებს ტენდერს ქართული ტექსტების რედაქტირების მომსახურების შეძენაზე

 

მოთხოვნები:

-          უმაღლესი ფილოლოგიური განათლება ქართული ენის სპეციალობით

-          ქართული ტექსტების რედაქტირების გამოცდილება

-          სამართლებრივ ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება

 

კანდიდატები შეირჩევიანარმოდგენილი განაცხადისა და შემოთავაზებული ფასის მიხედვით.

შერჩეულ პირებთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება, ხოლო მომსახურების შესყიდვა და შესაბამისი ანაზღაურების გადახდა განხორციელდება წლის განმავლობაში ორგანიზაციის საჭიროების შესაბამისად.

 

კონკურსანტებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოგზავნონ 2024 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ  მისამართზე - info@gyla.ge.

 

რეზიუმეში მითითებული უნდა იყოს მომსახურების საფასური ლარში და უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს.

 

გთხოვთ, საგანში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.