საია აცხადებს ტენდერს ვიდეო რილსების გადასაღებად
22 ნოემბერი, 2024საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს ტენდერს ვიდეო რილსის გადასაღებად.
პროექტის დეტალები:
ვიდეოების ხანგრძლივობა: 1-2 წუთი.
ვიდეო რილსების რაოდენობა: 6 ცალი.
დაგეგმილი გადაღების პერიოდულობა: თითოეული ვიდეოს გადაღების ზუსტი თარიღი და თემატიკა ეცნობება შერჩეულ კანდიდატს/კომპანიას მინიმუმ 2 კვირით ადრე.
ვიდეოები უნდა იყოს მინიმალისტური და პროფესიონალური გრაფიკული გაფორმებით.
მესიჯი გადმოცემული უნდა იყოს მოკლედ და ეფექტურად, შესაბამისი ვიზუალური ელემენტების საშუალებით.
ყველა ვიდეოს უნდა ახლდეს მაღალი ხარისხის ინგლისური სუბტიტრები, ტექსტის სტილსა და შინაარსთან შესაბამისი დიზაინით.
სავალდებულო მოთხოვნები:
მოკლე ვიდეო რილსებზე მუშაობის გამოცდილება.
მაღალი ხარისხის ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის უნარი.
გრაფიკული გაფორმებასა და სუბტიტრებზე მუშაობის გამოცდილება.
დროულად მუშაობის და შეთანხმებული გრაფიკის დაცვის უნარი.
შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.
დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
ფასთა შემოთავაზება (6 ვიდეოს საერთო და თითოეულის ცალკე ღირებულება).
ნამუშევრების პორტფოლიო.
სამუშაოს შესრულების გრაფიკი.
საკონტაქტო ინფორმაცია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
გამოვეხმაურებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 27 ნოემბერი, 18:00 საათი.
განაცხადის გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: GYLA@GYLA.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: pr@gyla.ge
გააზიარე: