GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია
coalition img

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს გრაფიკული დიზაინერის მომსახურებაზე

20 ივნისი, 2024

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს გრაფიკული დიზაინერის მომსახურებაზე. ტენდერის მიზანია, შეირჩეს იურიდიული/ ფიზიკური პირი, რომელიც მრავალჯერადად გაგვიწევს შემდეგი სახის მომსახურებას:

 

საბეჭდი და ვიზუალური მასალის მომზადება სოციალური ქსელისთვის, ვებსაიტისთვის და სხვა არხებისთვის:

- კვლევების, ბროშურების და სხვა პუბლიკაციების დიზაინის და საბეჭდი ფაილების მომზადება.

- ყდები ელექტრონული გამოცემებისთვის: გარეკანების შემუშავება ციფრული წიგნებისა და ანგარიშებისთვის.

- ინფოგრაფიკის დიზაინი: ვიზუალურად დამაჯერებელი ინფოგრაფიკის შექმნა მონაცემთა და ინფორმაციის ეფექტურად გადასაცემად.

- სოციალური მედიის საინფორმაციო ბიულეტენების დიზაინი: საინტერესო და ვიზუალურად მიმზიდველი საინფორმაციო ბიულეტენების შაბლონებისა და გრაფიკის შექმნა სოციალური მედიის პლატფორმებისთვის.

- სარეკლამო მასალები: ბანერების, პლაკატების და ფლაერების შექმნა ონლაინ და ოფლაინ გამოყენებისათვის.

- რეკლამის დიზაინი: სტატიკური და ანიმაციური რეკლამის დიზაინი სოციალური მედიისა და ციფრული კამპანიებისთვის.

- ბრენდინგის მასალები: ლოგოების, ბლანკების და ბრენდინგის სხვა ელემენტების შემუშავება.

- ღონისძიების მასალები: ღონისძიებებისთვის ვიზუალური მასალების შექმნა, როგორიცაა ბანერები, ბროშურები და ციფრული ნიშნები.

 

აუცილებელი მოთხოვნაა - წარმოადგინოთ:

- კომპანიის/ფიზ.პირის პორტფოლიო;

- გუნდის წევრების რეზიუმე/ ფიზ.პირის რეზიუმე

- დაახლოებითი ბიუჯეტი;

 

წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

- კომპანიის/ფიზიკური პირის გამოცდილება;

- წინა ნამუშევრების ხარისხი და კრეატიულობა;

- ხარჯების ეფექტურობა;

- სამუშაოს შესრულების ვადები.

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტები და სატენდერო წინადადება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: anitabidze@gyla.ge

გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „სატენდერო წინადადება - გრაფიკული დიზაინერის მომსახურება “, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ anitabidze@gyla.ge

ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1-ლი ივლისი, 18:00 საათი