საია აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის თარჯიმნის შესარჩევად
20 მარტი, 2024კონკურსის ფარგლებში შეირჩევა თარჯიმნები, როგორც წერილობით, ასევე სინქრონულ თარგმანში, რომლებთანაც გაფორმდება ხელშეკრულება 12 თვიანი პერიოდით.
მომსახურების სიხშირე დამოკიდებული იქნება დამკვეთის საჭიროებების შესაბამისად. ანაზღაურება მოხდება თითო გვერდისთვის (2000 სიმბოლო) დადგენილი ფასის მიხედვით, ხოლო სინქრონული თარგმანის შემთხვევაში 1 საათისთვის დადგენილი ფასის შესაბამისად.
კონკურსში მონაწილე პირებს სასურველია ქონდეთ სამართლებრივ ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება და იურიდიული ტერმინების ცოდნა.
მსურველებმა შესაძლებელია შემოთავაზება წარმოადგინონ წერილობითი ან სინქრონული თარგმანის მომსახურების გაწევაზე ცალ-ცალკე, ან ერთად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ პირებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
1. რეზიუმე/CV;
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. სამოტივაციო წერილი,
4. სარეკომენდაციო წერილი წინა ან არსებული დამსაქმებლისგან;
5. მომსახურების გაწევის საფასური, რომელიც უნდა იქნას მითითებული ლარში და მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (ფასები მოცემული უნდა იყოს ქვემოთ მოცემულ ცხრილში (იხილეთ დანართი)).
კონკურსის ეტაპები
· პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
· მეორე ეტაპზე კონკურსანტებს მოეთხოვებათ მცირე ზომის დოკუმენტის თარგმნა.
· მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
კანდიდატი შეირჩევა გამოცდილების, შესრულებული თარგმანის და წარმოდგენილი ფასის შესაბამისად.
განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე anitabidze@gyla.ge;
გთხოვთ საგანში მიუთითოთ „თარჯიმანი“.
გააზიარე: