სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალ საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით ქუთაისსა და ბათუმში საჯარო დისკუსიები გამართეს

2011 წლის 20 და 21 ოქტომბერს ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საარჩევნო კოდექსის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით ქ.ქუთაისსა და ბათუმში საჯარო დისკუსიები გამართეს. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების, პოლიტიკური პარტიების, საოლქო საარჩევნო კომისიების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაცნობა. ორგანიზაციების რეკომენდაციები შეეხება ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მარეგულირებელ ნორმებს, არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალობისა და მონიტორინგის საკითხებს, საარჩევნო სიების ფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და საარჩევნო დავების პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

2011-10-21 19:21 სრულად ნახვა

საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის წესი

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის წესთან დაკავშირებით. მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოკლედ განვმარტოთ საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. საქართველოს მოქალაქეობა პირმა შეიძლება მოიპოვოს დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებით (ნატურალიზაციით), საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად სრულწლოვანი პირი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა;  გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;  დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

2011-10-21 09:45 სრულად ნახვა

ფილიპ ს. ჯესაფის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესები საერთაშორისო სამართალში

ჯესაფის სახლობის შეჯიბრის საქართველოს საორგანიზაციო ჯგუფი ეპატიჟება სამართლის სტუდენტებს იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად, რომლის საერთაშორისო რაუნდებიც გაიმართება ვაშინგტონში, აშშ, 2012 წლის გაზაფხულზე.შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 2-4 სტუდენტისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც ეროვნულ რეგისტრაციას გაივლის არაუგვიანეს 2011 წლის 1 ნოემბრისა.შეჯიბრი ტარდება ინგლისურ ენაზე და მასში მონაწილეობა უფასოა. ეროვნული რეგიტრაციისათვის დაუკავშირდით საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელს - ანა ტაბიძე (მობილური 577 48 98 48; atabidze@yahoo.com ) დამატებით ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე: www.ilsa.org/jessup

2011-10-19 09:00 სრულად ნახვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“  და   „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ 2011 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   პრაქტიკული საქმიანობის მონიტორინგი განახორციელა. 18 ოქტომბერს თბილისი მერიოტში გაიმართა კოალიციური პროექტის „სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედია სივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის“ შუალედური ანგარიშის  პრეზენტაცია. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება  ავტორიზებულ პირთა  (საკაბელო ტელევიზიები) სანქცირების მართლზომიერების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და რეგულირების პროცესის გამჭვირვალობის  საკითხებს დაეთმო. პრეზენტაციაზე საკუთარი პოზიციები წარმოადგინა კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბატონმა კახი ყურაშვილმა. მისი განცხადებით კომისიის მიერ გაზიარებულ იქნა მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული შენიშვნების ნაწილი.  

2011-10-18 13:56 სრულად ნახვა

საიას წევრთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ 2011 წლის 29 ოქტომბერს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება საია-ს რიგით XVIII საერთო კრება.  

2011-10-18 13:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“(ISFED), და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“  საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემას წარმოადგენდა 2011 წლის  30 სექტემბერს სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების გავრცელების შემდგომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტთან შეხვედრის შედეგების განხილვა. ორგანიზაციების რეკომენდაციები შეეხებოდა ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მარეგულირებელ ნორმებს,  არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალობისა და მონიტორინგის საკითხებს, საარჩევნო სიების ფორმირების,  საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და  საარჩევნო დავების პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს. შეხვედრის დროს იურიდიული კომიტეტის მხრიდან მოხდა ორგანიზაციების მიერ დაყენებული საკითხების ნაწილის გაზიარება, თუმცა, რეკომენდაციებს შორის კვლავ რჩება მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც, იურიდიული კომიტეტის მხრიდან განხილვას და შესაბამისად, ცვლილებებს აღარ დაექვემდებარება. მაგალითად დეპუტატთა რაოდენობის ზრდა, ამომრჩეველთა სიების ფორმირება სპეციალური კომისიის მიერ. გარდა აღნიშნულისა, არსებობს საკითხთა ნაწილი, რომელთა შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებობს დისკუსიის გაგრძელების სურვილი, მათ შორის არის მარკირების პროცედურის გაუქმების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის საკითხები.

2011-10-17 19:50 სრულად ნახვა

ერთად დავგეგმოთ მშვიდობა - დისკუსია ზუგდიდში

2011 წლის 14 ოქტომბერს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA),  მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტისა (CIPDD) და უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) ორგანიზებით ქ. ზუგდიდში, საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე: რეგიონებში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობის გზით.დისკუსიის ძირითადი მიზანი იყო, საშუალება მიეცა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შესულიყო კონსტრუქციულ დიალოგში, როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ერთობლივად დაგეგმილიყო პრობლემის  გადაჭრის გზები. პრობლემების იდენტიფიცირება განხორციელდა პროექტის პირველ ფაზაში წარმოებული სათემო კონსულტაციების საფუძველზე.დისკუსია ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების მოგვარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეგიონებში თემების შესაძლებლობების განვითარება, როგორც მდგრადი ადრეული გაფრთხილების, კონფლიქტის პრევენციისა და ადგილობრივი ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტის” ფარგლებში. ამავე სახის დისკუსიები გაიმართა სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში. დასკვნითი დისკუსია ჩატარდება თბილისში.

2011-10-14 12:58 სრულად ნახვა

წესდების ცვლილებები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოდგენილია საიას გამგეობის მიერ, როგორც საიას წესდების ცვლილებების პროექტი, რომელიც უნდა დამტკიცდეს საიას რიგით XVIII საერთო კრებაზე, ა.წ. 29 ოქტომბერს.მიღებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაციის XVIII საერთო კრების მიერ2011 წლის 29 ოქტომბერს-----------------------------თბილისი2011

2011-10-11 13:02 სრულად ნახვა

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი დააკმაყოფილა

2011 წლის 3 ოქტომბერს #17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის საჩივარი განიხილა. საჩივარი ეხებოდა #16  საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ყუთის გახსნისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევას საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან.

2011-10-04 07:02 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედური არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება

მისიის ფორმატი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2011 წლის 2 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს თელავის #17 ოლქში აკვირდებოდა. საიამ კენჭისყრის დღის მონიტორინგი სამი მობილური ჯგუფის მეშვეობით განახორციელა. Mმობილურმა ჯგუფებმა სრულად დაფარეს თელავის საარჩევნო ოლქის 54 საუბნო საარჩევნო კომისია. კენჭისყრის დღის განმავლობაში საიას დამკვირვებელები სისტემატიურად ახორციელებდნენ საარჩევნო უბნების მონიტორინგს. ზოგადად, კენჭისყრის დღე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობა. კენჭისყრის დღის განმავლობაში საიას დამკვირვებლებს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. ძირითადად ადგილი ჰქონდა პროცედურულ ან ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს. კენჭისყრის დღის ხარვეზები კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებული ხარვეზები ყველაზე ხშირად შეინიშნებოდა სოფელ ყარაჯალის უბნებზე (#37, #38, #39, #54), სადაც საარჩევნო ბიულეტენები არ იყო დაბეჭდილი ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენაზე და ამომრჩეველთა უმრავლესობა ვერ ახერხებდა ხმის დამოუკიდებლად მიცემას. საარჩევნო კაბინებში შესულ ამომრჩევლებს ხშირ შემთხვევაში ბიულეტენების შესავსებად დახმარება ესაჭიროებოდათ, რაც იწვევდა ხმის მიცემის პროცედურების არაორგანიზებულ რეჟიმში წარმართვას. იყო შემთხვევებიც, როდესაც უბნებზე მისული ამომრჩევლები მიუთითებდნენ ერთმანეთს, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტისთვის მიეცათ ხმა.

2011-10-03 14:07 სრულად ნახვა