სიახლეები

31 მარტი, 2015 16:56 არასამთავრობოები ეხმაურებიან ბესიკ ხარძიანის მკვლელობას და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ეფექტურად წარმართოს დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესი

გამოვხატავთ შეშფოთებას ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს; მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უსწრაფესად, სრულად და მიუკერძოებლად გამოიძიოს აღნიშნული მკვლელობის საქმე, გამოავლინოს დამნაშავეები და უზრუნველყოს მათი კანონის სრული სიმკაცრით დასჯა.

28 მარტი, 2015 9:54 საია მიიჩნევს, რომ ,,თრიალეთის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით

საია ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს შიდა ქართლის გუბერნატორს, ზურაბ რუსიშვილს, უჩივლოს ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ჟურნალისტს 26 მარტის პრეს-კონფერენციაზე დასმული შეკითხვისათვის. ცილისწამებისათვის სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს თავად ზურაბ რუსიშვილიც, თუ ჟურნალისტი ბოდიშს არ მოიხდის.

26 მარტი, 2015 15:33 კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიესალმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესის დროულად დასრულებას

 კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიესალმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესის დროულად დასრულებას. მიუხედავად გარკვეული შეფერხებებისა, პარლამენტმა მაინც მოახერხა დროულად განეხორციელებინა პროცედურით გათვალისწინებულ ღონისძიებები და 2015 წლის 20 მარტს 88 ხმით აირჩია უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. ამავე დროს, პირველად საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ქალი,  რაც დადებითი მოვლენაა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ქალთა როლის გაზრდის თვალსაზრისით. 

25 მარტი, 2015 13:18 საიამ გაეროში ოთხი კოალიციური ანგარიში წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გაეროს ოთხი კოალიციური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშები მოიცავს 2010 - 2014 წწ პერიოდს, რომელიც აერთიანებს შემდეგ თემებს:

1. სასამართლო, სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების სისტემები;
2. შრომითი უფლებები, კულტურული მემკვიდრეობა;
3. გამოხატვის, მედიის, ინფორმაციის თავისუფლება, პერსონალური მონაცემების დაცვა, შეკრების თავისუფლება;
4. ჯანდაცვა.
25 მარტი, 2015 12:42 საია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რადიო ჰერეთის საქმეში მიუკერძოებლობისაკენ მოუწოდებს

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით, დაუშვებელია მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელი ან ლიცენზიის მქონე კომპანიის მესაკუთრე იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.

20 მარტი, 2015 13:00 პეტიცია საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების ლიდერების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ ანტი-დასავლურ განცხადებებზე

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ლიდერების, ბატონ გოგი თოფაძისა და ბატონ ზურაბ ტყემალაძის,  მიერ გამოთქმულ იმ მოსაზრებებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენებას.

19 მარტი, 2015 11:11 კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის’’ ეხმიანება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებულ პროცესს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წლებია ახორციელებს სასამართლოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგსა და ანალიზს. კოალიციას მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის  შეჩერებულ პროცესზე.    

18 მარტი, 2015 12:00 არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ზუგდიდსა და ბათუმში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივი დაპირისპირებებისა და ანგარიშგების ფაქტებს, რასაც ზუგდიდსა და ბათუმში ჰქონდა ადგილი.

 
18 მარტი, 2015 10:55 განცხადება გიორგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ვეხმაურებით გიორგი უგულავას მიმართ პატიმრობის განმეორებით გამოყენების საკითხს და გვსურს განვმარტოთ შემდეგი:

16 მარტი, 2015 16:00 არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სამეგრელოს ოთხ ქალაქში ბავშვებისათვის ძალადობის ამსახველი ფილმების ჩვენების გამო

მიმდინარე წლის 13-15 მარტს ფოთში, ზუგდიდში, სენაკსა და ხობში მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებულ თეატრებსა და დარბაზებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის, „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენება. ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელის, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია სალუქვაძის ორგანიზებით გაიმართა.

16 მარტი, 2015 10:30 საიამ ყოფილი პატიმრების მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო ევროპულ სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან  ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)'' თანაშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ორი ყოფილი მსჯავრდებულის სახელით, მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო მიმართა.

13 მარტი, 2015 15:00 კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადება პალიტრა TV -ს გავრცელებასთან დაკავშირებით

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” ყურადღებით აკვირდება MUST Carry-სა და MUST Offer - ის პრაქტიკულ განხორციელებას და გამოთქვამს წუხილს, რომ მიუხედავად მრავალთვიანი დავისა, ვერ მოხერხდა მოლაპარაკება მაგთიკომსა და პალიტრა TV-ს შორის. დავა ვერ დარეგულირდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სასამართლოს მიერ საკითხის განხილვითაც, რომლებმაც არ დაავალდებულეს მაგთიკომი საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში განეთავსებინა პალიტრა TV -ს კონტენტი.

13 მარტი, 2015 11:29 საია საქართველოს მთავრობის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დისკრიმინაციული ხასიათის ნორმატიულ აქტებს სასამართლოში ასაჩივრებს

2015 წლის 13 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთ-ერთი დევნილის სახელით  მიმართა სასამართლოს საქართველოს მთავრობის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის იმ ნორმატიული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც მოქალაქეობის ნიშნით დევნილთა ერთი ჯგუფის პირდაპირ დისკრიმინაციას იწვევს.

12 მარტი, 2015 12:00 საია პროკურატურას მოუწოდებს უზრუნველყოს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა ოცამდე პირმა, რომლებიც  პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო და ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობენ. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ზოგიერთი მათგანი ასევე საუბრობს პოლიციის მხრიდან ნარკოტიკული ნივთიერებების და იარაღის ჩადების ფაქტზე.  

4 მარტი, 2015 10:42 საიას თებერვლის თვის წარმატებული საქმეები

 1. საიას იურისტები განაგრძობენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას

საიას თბილისისა და ქუთაისის ოფისების დახმარებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად სასამართლომ დამცავი ორდერები გამოსცა და მოძალადეებს ორივე შემთხვევაში აეკრძალა მსხვერპლთან ყველანაირი სახის ურთიერთობა, მათ შორის სატელეფონო კონტაქტი.