GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

24 ნოემბერი, 2019

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკატერინე მესხიძის საჩივართან დაკავშირებით პირველი (სიზუსტის) პრინციპის დარღვევა დაუდგინდა 14 მედიასაშუალებას, მე-5 (შესწორების) პრინციპის დარღვევა კი - 11-ს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რიგი მედია საშუალებების მიერ არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა. გამოქვეყნებული სადავო მასალების თანახმად, სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე უდანაშაულოდ სცნო და დაადგინა, რომ მისი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის პერიოდში არანაირ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, აღნიშნულ საქმეში სასამართლოს საერთოდ არ  უმსჯელია ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი.

სახალხო დამცველის მიერ უკვე დადგენილია, რომ პაპუნა უგრეხელიძის მიერ ადგილი ჰქონდა ეკა მესხიძის შევიწროებით და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციას. აღნიშნული გადაწყვეტილება კი საბოლოოა და არ საჩივრდება.

ეკა მესხიძის ინტერესებს ქარტიის საბჭოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

 

სხვა სიახლეები