სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ყველაზე გამჭვირვალე და არაგამჭვირვალე საჯარო დაწესებულებები

2006-09-26 20:00
Featured image

28 სექტემბერი ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღეა. ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოკითხვა ჩაატარა, რაც ყველაზე გამჭვირვალე/არაგამჭვირვალე საჯარო დაწესებულებების, აგრეთვე, იმ საჯარო მოხელეების გამოვლენას ისახავდა მიზნად, რომლებიც ეფექტურად/არაეფექტურად იყენებენ ინფორმაციის თავისუფლების პრინციპებს. გამოკითხვა იმ ადამიანებს შორის ჩატარდა, რომლებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საჯარო ინფორმაციას. გამოკითხვამ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

ყველაზე გამჭვირვალე საჯარო დაწესებულება: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ყველაზე არაგამჭვირვალე საჯარო დაწესებულება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

დაწესებულება, რომელიც ყველაზე ეფექტურად ახორციელებს საჯარო ინფორმაციის პრინციპებს: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს განათლების სამინისტრო; საქართველოს მთავრობის კანცელარია;

დაწესებულება, რომელიც ყველაზე არაეფექტურად ახორციელებს საჯარო ინფორმაციის პრინციპებს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;

ყველაზე საუკეთესო ვებგვერდი საჯარო ინფორმაციის განთავსებისა და განახლების დონით: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს განათლების სამინისტრო; საქართველოს მთავრობის კანცელარია;

საუკეთესო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი;

ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის მუშაობაც ყველაზე ნაკლებად არის დამაკმაყოფილებელი: იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი;

ყველაზე უცნაური და აბსურდული პასუხი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე საჯარო დაწესებულებიდან: გურიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსმა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განცხადების პასუხად ძალადაკარგულად ცნო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება;