სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტრენინგი სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისათვის

2007-07-22 20:00
Featured image

5 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ პროექტის “სოფლის ასოციაციების როლის გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში” ფარგლებში ორგანიზებული იქნა ტრენინგი თემაზე: ადგილობრივი თვითმმართველობა (კანონმდებლობა და ფუნქციონირება).

20 ივლისს ორგანიზებული ტრენინგის თემას წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების, არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის საკითხები.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების 20-მდე წარმომადგენელმა. მონაწილეებს გადაეცათ სასემინარო მასალები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა: ინფორმაციის თავისუფლება, ადმინისტრაციული პროცედურები ადგილობრივი ბიუჯეტი და სხვა. პრიორიტეტი მიენიჭება ასევე თავად ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლების მიერ შერჩეულ სასემინარო თემებს.

სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისათვის ტრენინგი ჩატარებული იქნა საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის - ქეთევან ბებიაშვილის მიერ.

30-თვიანი პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, რომელიც ხორციელედება CARE ავსტრიისა და  CARE საერთაშორისო კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია Civitas Georgica.