სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თბილისის მერის მიერ ინიცირებული გადაწყვეტილების პროექტი საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

2011-06-24 11:29
Featured image

მომსახურების ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით 2007 წლის 9 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა „შალვა ნათელაშვილი და აკაკი მიქაძე სემეკის წინააღმდეგ“ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მომხმარებელთა უფლებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: ,,ისეთი ნო­რმა­ტი­ული აქტის მიღებისას, რო­მლი­თაც სი­კე­თით სა­რგე­ბლო­ბის შე­ზღუ­დვები (თუ­ნდაც დრო­ებითი) და სპეციალური პი­რო­ბები წე­სდება, კა­ნო­ნმდე­ბელი ვა­ლდე­ბუ­ლია, ყველა გა­რე­მო­ების სა­თა­ნადო გა­მო­კვლე­ვის სა­ფუ­ძვე­ლზე, ნა­თლად ჩა­მო­აყა­ლი­ბოს შე­მზღუ­დველი ნო­რმე­ბის შინა­არსი.”

ბუნდოვანია, რა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე მივიდა საკრებულო იმ დასკვნამდე, რომ დასუფთავების მოსაკრებელი უნდა ეფუძნებოდეს მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას. ამგვარი მიდგომა არ შეიძლება ნათლად ჩამოყალიბებულ ნორმად მივიჩნიოთ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საფუძვლად უნდა დაედოს მომხმარებლის უფლებების შეზღუდვას.

ამრიგად, განსახილველი გადაწყვეტილების პროექტი ეწინააღმდეგება როგორც კანონის მოთხოვნებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციას და მისი მიღება დაუშვებლად მიგვაჩნია. მოვუწოდებთ თბილისის საკრებულოს წევრებს, არ დაუშვან აღნიშნული აქტის მიღება.