სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„თბილისი მერიოტში“ პუბლიკაციის „სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედიასივრცეში ვითარების გაუმჯობესებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

2012-02-24 16:23
Featured image

 

დღეს, 2012 წლის 24 თებერვალს სასტუმროთბილისი მერიოტშიპუბლიკაციისსამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედიასივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვისპრეზენტაცია გაიმართა.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგი განახორციელეს.

მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილ იქნა სატელევიზიო მაუწყებლებისა და მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელი პირების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, ზემოაღნიშნულ თემაზე 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის იანვრამდე, დამტკიცებული ყველა სამართლებრივი აქტი.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზით გამოვლინდა, რომ მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემა 2008 წლიდან 2011 წლამდე უკანონოდ შეიზღუდა, რითაც ხელი შეეშალა ქვეყანაში მედია პლურალიზმის განვითარებასა და სატელევიზიო მედიის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. ამასთან, სანქციების დაწესებისას, კომისიამ სხვადასხვა სუბიექტების მიმართ რიგ შემთხვევებში, არაერთგვაროვანი მიდგომით იმოქმედა.

გამოვლინდა კომისიის თავმჯდომარის ინტერესთა კონფლიქტი. კერძოდ, დადგინდა, რომ მას ეკონომიკური ინტერესი აქვს იმ კომპანიების მიმართ, რომელთა საქმიანობაც კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება. “მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული ფაქტი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს წარმოადგენს.

 

მონიტორინგის ჯგუფმა აგრეთვე შეისწავლა კომისიის მიერ სანქცირების მართლზომიერების, მისი ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის საკითხი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურიდიული დეპარტამენტი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომისიამ დღეს საკუთარი პოზიცია წერილობითი ფორმით წარმოადგინა - კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი გადაეცა ღონისძიების ორგანიზატორებს და მოწვეულ სტუმრებს.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ დისკუსია გაიმართა.