სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სულხან სალაძე - საიას ახალი თავმჯდომარე

2017-12-06 16:37
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 2017 წლის 5 დეკემბერს, საიას გამგეობის კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, ორგანიზაციის რიგით მე-12 თავმჯდომარედ არჩეულ იქნა სულხან სალაძე. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების თანახმად, ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩევა ყოველწლიურად გამგეობის შემადგენლობიდან. დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გადადით შემდეგ ბმულზე > > >  https://gyla.ge/ge/page/statute