GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

11 თებერვალი, 2022

საია-ს აჭარის ფილიალმა წარმატებით დაიცვა შპს ,,საქართველოს ფოსტის“ ბათუმის სერვისცენტრიდან გათავისუფლებული 9 პირის შრომითი უფლებები და დამსაქმებელს მათ სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. 

თავდაპირველად, შპს ,,საქართველოს ფოსტის“ ბათუმის სერვისცენტრის 9 თანამშრომელი, რომლებიც  დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობებს ასრულებდნენ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად. 2012 წლის 27 ნოემბერს დამსაქმებელმა გაათავისუფლა უკანონოდ და დაუსაბუთებლად. ეს გარემოება დადასტურდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს (N2/545-2015) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა სარჩელი. მათ შორის, მოპასუხეს დაევალა  განმცხადებლების სამსახურში აღდგენა იგივე ან ტოლფას პოზიციებზე. შპს ,,საქართველოს ფოსტამ“ არ გაითვალისწინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთება და თითქოსდა მისი აღსრულების მიზნით, განმცხადებლები გაამწესა ხულოს, შუახევის, ქედის, ქობულეთისა და ოზურგეთის სერვისცენტრებში, რაც ვერ ჩაითვლებოდა გათავისუფლებულების ტოლფას პოზიციებზე აღდგენად. 

2020 წლის 2 თებერვალს, მოსარჩელეებმა საია-ს დახმარებით განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის მიზნით. კერძოდ, იმის გამო, რომ შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით შეუძლებელი იყო განმცხადებლების აღდგენა იგივე ან ტოლფას პოზიციებზე, მოთხოვნილ იქნა  თითოეული განმცხადებლის სასარგებლოდ გონივრული ოდენობით კომპენსაციის დაკისრება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განმცხადებლების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და ,,საქართველოს ფოსტას“ დააკისრა თითოეული მათგანისათვის ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს გადახდა. ეს გადაწყვეტილება 2022 წლის 10 თებერვალს ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და აღარ საჩივრდება.  

 

 

სხვა სიახლეები