სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის დახმარებით, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაზარალებულ პირს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება. ,,საქართველოს რკინიგზაში“ დასაქმებულმა პირმა საწარმოო ტრავმა 2014 წელს მიიღო. მიღებულმა ტრავმამ მარცხენა წვივის მესამედ დონეზე ამპუტაცია გამოიწვია. მიუხედავად ამისა, დამსაქმებელი ნებაყოფლობით არ თანხმდებოდა ზიანის ანაზღაურებას. დაზარალებული იძულებული გახდა საიას დახმარებით სასამართლოსათვის მიემართა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად შეცვალა და დაადგინა, რომ ,,საქართველოს რკინიგზა“ ვალდებული იყო საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანი აენაზღაურებინა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ,,საქართველოს რკინიგზამ“ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, საკასაციო საჩივარი სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისად, ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ,,საქართველოს რკინიგზა“ ვალდებულია, დასაქმებულს საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს.
ამ საქმეს საია BFDW-ის (ფონდი „პური მსოფლიოსათვის“) მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,ყველაზე მოწყვლადი პირებისა დათემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში აწარმოებდა.
გააზიარე: