სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

2009-03-09 20:00
Featured image

გალერეაში ასევე გამოიფინა 20 საუკეთესო ნამუშევარი.

მონაწილეობის მსურველებს 27 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ფოტოგრაფთა კლუბის ვებ-გვერდზე www.graf.ge სპეციალურ გალერეაში უნდა აეტვირთათ საკუთარი ნამუშევარი, რომელსაც თემატურად უნდა აესსახა პროექტის მიზნები.

ასევე ნამუშევრების სათაურად მონაწილეს უნდა აერთჩია ერთ-ერთი:

1.    ნამდვილი მამაკაცები ქალზე არ ძალადობენ!
2.    ქალზე ძალადობა სირცხვილია!
3.    ნუ დაჩაგრავ ქალს!

სულ კონკურსის ფარგლებში განთავსფა 154 მეტი ნამუშევარი.

I ადგილი დაიკავა ფოტოგრაფმა სოფიო აბუთიძემ, რომელსაც სერთიფიკატთან ერთად პრიზად გადაეცა 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;
II ადგილზე ავთანდილ მამულიას ნამუშევარი გავიდა. მან პრიზად 200 აშშ დოლარის ექვივალენტი მიიღო;
III ადგილოსანი და შესაბამისად 100 აშშ დოლარის მფლობელი ფოტომოყვარული ნუცა პაპუნაშვილი გახდა.

გამარჯვებულებს ასევე გადაეცათ სპეციალური სერთიფიკატები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საიას დაკვეთით გადაღებული სარეკლამო სოციალური კლიპი, რომელიც ქალზე ძალადობის წინააღმდეგ პროექტის ფარგლებში მომზადდა.

აქცია ჩატარდა პროექტის „ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით.